რესტორანი სასტუმრო ემოცია მდებარეობს თბილისიდან 25 კმ-ში, თბილისი-მცხეთა-ნატახტრის გზატკეცილზე. სამუშაო საათები: 24/24.
აქ დაგხვდებათ სხვა სასტუმრო-რესტორნებისგან სრულიად განსხვავებული გარემო, ულამაზესი ეზო მრავალფეროვანი მცენარეებით, უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები, მარანი.
მთავარია ერთხელ მობრძანდეთ და თვითონ დარწმუნდებით ამაში :)
სასტუმრო ემოცია შედგება ცენტრალური ფლიგელისგან და კოტეჯებისგან, სასტუმროში სულ 23 ნომერია, აქედან 16 ნომერი არის კოტეჯის ტიპის.
სასტუმროში არის
- ორი კოტეჯი ინდივიდუალური ბასეინით,
- ორი კოტეჯი ინდივიდუალური ჯაკუზით,
- ხუთი კოტეჯი საკუთარი პატარა ეზოთი და ფანჩატურით,
- შვიდი კოტეჯი აივნით.
ყველა კოტეჯს აქვს ინდივიდუალური ავტოფარეხი.
რესტორანი-კაფე/ბარი ემოცია მდებარეობს სასტუმრო კომპლექსისგან განცალკევებით, მუშაობს დამოუკიდებლად 24 საათის განმავლობაში.
ასევე გვაქვს საკონფერენციო დარბაზი, სადაც თავსდება კონფერენციების დროს 30 ადამიანი, ხოლო ტრენინგების დროს 80 ადამიანი.