ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჭიათურა
იმერეთი

ჭიათურა პატარა ქალაქია,რომლის წარმოშობა განაპირობა ამ მიდამოებში

აღმოჩენილმა მანგანუმის მდიდარამა საბადომ.ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები,რომლებიც მრავლად გვხვდება ჭიათურის ტერიტორიაზე ადასტურებს რომ ჭიათურის მიდამოები უძველესი დროიდან იყო დასახლებული.ამ ძეგლთა შორის რამოდენიმე უნიკალურია, მათ შორის ქვის გიგანტური 40 მეტრის სიმაღლის კაცხის სვეტი, რომელიც არსებობდა ქრიასტიანობის მიღებამდე, როგორც საკულტო ნაგებობა, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ აქ აუგიათ სამლოცველო, სვეტის თხემზე ნაპოვნია ორი პატარა ეკლესია (v-vI),x-xI საუკუნის ძეგლებიდა აღსანიშნავია კაცხის ტაძარი, xI საუკუნეს მიეკუთნება დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, xI-xII საუკუნის რგანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, xIIIსაუკუნის პერევისის ეკლესია, მღვიმევის დედათა მონასტერი და სხ.
Ix-xსაუკუნის 80-იანიწლებიდან, უწინდელი არგვეთის საერისთაო ცნობილი ხდება, როგორც მანგანუმის საბადოს მდიდარი კერა, რომლის მეცნიერული შესწავლის პიონერად ითვლება გერმანელი გეოლოგი გერმან აბიხი, მაგრამ მანგანუმის რეალური მოპოვება ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელ უკავშირდება, რომელმაც 1879 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ამ საქმეს და ამ ფაქტით იწყება ჭიათურის როგოპრც ქალქის განვითარების ისტორია. 1891 წელს გაყვანილი იქნა პირველი ჭიათურა- შოროპნის რკინიგზა, 1902 წელს შეიქმა,,შავი ქვის'' საზოგადოება, 1904 წელს გაიხსნა პირველი სამოქალაქო სასწავლებელი, 1906 წელს მუშათა თეატრი, 1907 წელს კი მოეწყო ცენტრალური ქუჩების განათება, ქალაქი თანდათან ვითარდებოდა და 1928 წელს ჩამოყალიბდა ჭიათურის მანგანუმის ტრესტი, რითაც დაიწყო ჭიათურის მშენებლობის ახალი ეტაპი, მისი კულტურული და იტელექტუალური განვითარება, 1949 წელს ჭიათურაში აშენდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც უძველესია საქართველოში, 1954 წელს მოეწყო პირველი სამგზავრო საბაგფირო გზა, ამჟამად ჭითიურაშუ 17 საბგირო გზაა, რომელიც აკავშირებს ქალაქს გარეუბნებთან და ზეგნებზე განლაგებულ მაღაროებთან, 1968 ჭიათურაში ასენდა კულტურის სასახლე, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდა. 
დღეისათვის ჭიათურის მოსახლეობის რაოდენობა 19 630 ადამიანს შეადგენს.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.