ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
იმერეთი
იმერეთი
დასავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე, იმერეთი, ორ ნაწილად - ზემო და ქვემო იმერეთად იყოფა. მისი ფართობი 66000 კმ2-ია. მოიცავს ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის. ვანის, ზესტაფონის. თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებს. გეოგრაფიულად მას ქვეყნის ცენტრალური ადგილი უჭირავს: ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი, დასავლეთიდან - გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი, რომელიც თბილისიდან 221 კილომეტრით არის დაშორებული. საუკუნეების მანძილზე იმერეთი იმ უძველესი სავაჭროსატრანზიტო გზის (აბრეშუმის დიდი გზა) შემადგენელი
ნაწილი იყო, რომელიც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას ასრულებდა; მისი ცენტრი, ქუთაისი კი საქართველოს გაერთიანების ხანიდან, 978 წლიდან, სატახტო ქალაქად გამოცხადდა და 1122 წლამდე ინარჩუნებდა ამ ტიტულს. იმერეთში ძნელად მოიძებნება ხეობა თუ სოფელი, წარსულის ნაშთი რომ არ იყოს შემორჩენილი. ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთა, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხესიმაგრე, ვანის ნაქალაქარი და სხვ. რეგიონში მრავლადაა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიც - კარსტული მღვიმეები და უნიკალური ბუნების ძეგლები, რომელთა დასაცავად შექმნილია იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორია. მხარის მნიშვნელოვან ტურისტულ რესურსს წარმოადგენს კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონები.
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.