მდებარეობს ყვირილის მარცხენა მხარეს, ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ყვირილის ხეობა და ტყის ფართო ზოლი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ესაზღვრება სოფელი დრბო. ხოლო უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ზოლით ესაზღვრება ჭალის თემის სოფელი ჯრია. სამხრეთით _ მდ. დარყულას (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობა და სატყეო მეურნეობის ტყის მასივები, ორხევის სანახების ჩათვლით. დასავლეთით _ სოფელი სპეთი და სოფელი ჭალა, აღმოსავლეთით _ ტყის უზარმაზარი მასივი.
სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია უკიდურეს ჩრდილო _დასავლეთ ნაწილში, მდ. ყვირილის ხეობაში, ზ.დ. 550 მეტრი. მაქსიმალური წერტილია სამხრეთ _ დასავლეთ ნაწილში მდ. დარყუ-ლასა და მდ. კინთურას წყალგამყოფი სერი, ზ.დ. 968-მეტრი. სოფე-ლი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ტყის ჩათვლით საშუალოდ 3-4 კმ-ზე ვრცელდება, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4-5 კმ-ზეა გადაჭიმული. სოფლის ცენტრი მდებარეობს, ზ. დ. 590-მეტრის სიმაღლეზე.
სოფელი დარყა იწყება მდ. დარყულისა და ყვირილის შესართავთან და მიუყვება მდ. ყვირილის მარცხენა სანაპიროს ვიწრო ხეობას.
სოფელი დარყა შედის ჭალის თემში, მანძილი ცენტრამდე 3 კმ-ია, ხოლო მანძილი ქალაქ საჩხერემდე 13 კმ-ია. სოფლის მთლიანი ფართობი შეადგენს 700 ჰა. სოფელში 2008 წლისათვის ცხოვრობდა კომლი, სული მაცხოვრებელით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემეით კი 540 მაცხოვრებელი იყო.
ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია დარყის მთავარანგელოზის ხის უნიკალური ეკლესია, ბერეკლესია და XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მთავარანგელოზის ეკლესია. დარყას “ჭაბუკმის” ბერ(თ) ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა აღმოსავლეთით, 5 კმ დაშორებით, გორაკზე. იგი ერთნავიანი ბაზილიკაა, მას ძველად სამხრეთით ჰქონია სამწირველო, დასავლეთით საქალებო. ისინი დღეს დანგრეულია. ეკლესია ნაშენია კლდის დიდი ქვისა და კირისაგან, სახურავი დაზიანებული აქვს, მასზე ხეებია ამოსული (ძველად გადახურული ყოფილა ღარიანი ბრტყელი კრამიტით). კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით. კათოლიკონში ჩრდილოეთის მხარეს კედელთან არის საჯდომები, შესაძლებელია სამხრეთითაც ჰქონდა (ეს მხარე ეხლა ნანგრევით არის სავსე). ერთნავიანი ბაზილიკაა 12ხ6,5 მ, მას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია სამწირველოები, ხოლო დასავლეთით საქალებო. უკანასკნელთა დღეს მხოლოდ ნაშთიღა მოჩანს. ნაშენია კლდი, ქვისა და კირისაგან, იგი დღეს ნანგრევად არის:დგანან მარტო ნაწილობრივ დანგრეული კედლები უთაღოდ.
საკურთხეველი ამაღლებულია კათოლიკონის იატაკიდან სამი საფეხურით. ტრაპეზი კედელზე არის მიდგმული. კანკელი ქვითკირისაა, ადგილ_ადგილ აგურიც აქვს შეხმარებული, სიმაღლით არის კათოლიკონიდან ოთხი მთელი ერთი მეორედი არშ., იგი ნაწილობრივაა შენახული. კარი კანკელს აქვს მარტო აღსავლისა, კარის მარჯვნივ და მარცხნივ უდევს თითო ოთხკუთხი ფიქალი, ჯვრის, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებით. თვითოეული ამ ფიქალის წინ დგას რვაწახნაგოვანი ქვითკირის სვეტი ჯვრის ასამაღლებლად, მათზე აღმართულია ხის ჯვრები, ეკლესიაში არის მესამე ჯვარი, რომელიც შესაძლებელია აღმართული იყო აღსავლის კარის წინ.
ეკლესიას გარეთ, სამხრეთის სარკმლის თავზე აქვს ქვა, რომელზედაც გამოქანდაკებულია ორი პირი, მათ ეკლესიის მოდელი უჭირავთ (შუაში). შიგნით ეკლესიაში ყრია ძველი დამპალი კარის ნაწილები და რკინის სალტეები. აქვეა ტრაპეზის სვეტის ნაწილი. მარჯვენა ჯვარზე აყუდია ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც შესაძლებელია უწინ კანკელს ჰქონდა. 1921 წლისათვის ეკლესიის სიძველე იყო: ჯვარი რკინისაა (რვა ბოლოიანი) ირგვლივ დაბალი ვერცხლით შეჭედილი და შემკული ვერცხლზედვე ნაჭედი ხატებით ჯვარცმისა და სხვ., 28 ტარითვე 46ხ22 სმ, დაზიანებული. მდარე ნამუშევარი. ქართული ხელოვნებისა.
სოფელ დარყის ზედა ნაწილს ზვარეს ეძახიან, რაც მზიან ადგილს ნიშნავს. სოფელში მრავალი ხევი, ღელე და ხეობაა. ღელეებიდან აღსანიშნავია: ლაშიღელე, ჯოყოლთისღელე, ზვარისღელე და სხვა.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია