სოფელ ცხამის ჩრდილო-დასავლეთით არის დასახლებული პუნქტი ეთო-ეხვევი, რომელსაც 1944 წლამდე სოფლის სტატუსი ქონდა, ამ დროს მოსახლეობა გადასახლებული იქნა ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულის რაიონში, შემდეგ მოსახლეობა დაბრუნდა თავის ისტორიულ მიწა-წყალზე, მაგრამ დასახლებულ პუნქტს 2010 წლიდან მიენიჭა სოფლის სტატუსი, მოსახლეობის რაოდენობა ზუსად არ არის ცნობილი.
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ეხვევის ეკლესია. რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოინახულა მკლვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ, ის ტაძრის იმდროინდელ მდგომარეობას შემდეგნაირად გადმოგვცემს: ,,ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, 11,5X6,5 არშინი, ნაშენი თლილი ლოდებისა და კირისაგან. ძველად მას მიშენებული ჰქონია სამწირველოები, რომელიც მოუშლიათ უკანასკნელ ხანს (მათი მასალა ყრია ეკლესიის აღმოსავლეთით, გზის პირას). კარი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სარკმელი აღმოსავლეთით 3, სამხრეთით 2, დასავლეთით 1 და ჩრდილოეთით 2. კარ_სარკმელი შემკულია ჩუქურთმებით. ტრაპეზი ძველად კედელზე ყოფილა მიდგმული, ეხლა კი საკურთხევლის შუაშია. საკურთხეველშივე არის სამალავში ასავალი ორი ერდო. ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, შუა სარკმლის ორნამენტის ბოლოზე არის წარწერა….. და იკითხება: ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ლგ(?)
ამ წარწერის უკანასკნელ სიტყვას გ. წერეთელი კითხულობს ლეონ და გიორგი_დ, მათ სცნობს აფხაზეთის მეფეებად ლეონ და გიორგიდ და ეკლესიის აშენებას მიაწერს მათ ხანას_786-860წწ.
კანკელს უზის ოთხკუთხი ფიქალი (მათში ერთი მარმარილოსი), შემკულნი ჯვრის გამოსახულებით. ეკლესიაში არის: ორი სვეტი ქვისა ოთხკუთხედი ფორმისა, ღარებით და ერთი მრგვალი ფორმის მარმარილოს სვეტი, ცოტა დაბალი. ესენიც ხსენებული კანკელიდან უნდა იყვნენ დარჩენილნი. გ. წერეთლისავე ცნოით, ნაწილი კანკელისა XIX ს. 30_იან წლებში მიტროპოლიტ დავითს გადაუტანია ჯრუჭის მონასტერში. ეკლესიაში არის დიდი ხის ჯვარი 4X2 მთელ ერთმეორედ არშ. ეკლესიის აღმოსავლეთით გდია ქვა ოთხკუთხად ამოფუღურული, შესაძლებელია იგი ჯვრის კვარცხლბეკი იყოს. აქვე გდია ერკემალი ქვისა. საკურთხევლის მარჯვენა ნიშში შენახულია ეკლესიიდან ჩამოვარდნილი თუ ჩამოღებული ქვის ნატეხი (წარწერის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი). სიძვლეს წარმოადგენდა: დასაკეცი ხატი ღვთისმშობლის მიძინებისა, (ბერძნული ხელოვნების) 30X23 სმ. მას გარეთა პირი დაზიანებული აქვს. იგი ბერძნული ხელოვნებისაა.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია