ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
იყალთო
კახეთი
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი ქ. თელავიდან ჩრდილოეთით, 8 კმ-ზე მდებარეობს. მონასტერი VI ს-ში დააარსა ასურეთიდან მოსულმა წმ. მამამ ზენონ იყალთოელმა. გელათის აკადემიიდან გადმოსულმა არსენ იყალთოელმა კი XII ს-ის დასაწყისში აქ განათლების ცენტრი  აკადემია დააფუძნა. სამონასტრო კომპლექსი ამჟამად მოიცავს 3 ეკლესიას: მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მთავარ ეკლესიას ანუ `ღვთაებას~ (VIII-IX სს.), რომელიც აგებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო ზენონ იყალთოელი; სამების გუმბათოვან მცირე ეკლესიას (V ს.) და ყველაწმინდის ერთნავიან ეკლესიას (XII-XIII სს.). იყალთოს აკადემიის გრძივი შენობა რიყის ქვით არის ნაშენი XII-XIII სს. მიჯნაზე. პირველი სართული საერთო დარბაზია (25 მ. X 9 მ.), მეორე სართული კი 2 ოთახისგან შედგება. აკადემიის ნანგრევებში ჩანს სამეცნიერო-სასწავლო ატრიბუტიკა: კათედრის ფუძე, ტიპური თახჩა-ფანჯრები. იყალთოს აკადემიაშიც გელათის მსგავსად სწავლება მიმდინარეობდა `ტრივიუმ-კვადრიუმის წესით. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა, მევენახეობა-მეღვინეობა. მონასტრის ტერიტორიაზეა სატრაპეზოს ნანგრევები, სრულყოფილადაა შემორჩენილი ქვაში ნაკვეთი საწნახელი, მრავლადაა ქვევრი.
 
 
www.klio.ge

 

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.