ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯალაბეთი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის მდინარე ღებურას ხეობაში. სოფელ ჯალაბეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის უმაღლესი და აგრეთვე საჩხერის  ყველაზე მაღალი წერტილის ლებეურის მთის (ზ.დ. 2863 მ.) სამხრეთი ფერდობი, აგრეთვე უზარმაზარი ტყის მასივი, მდინარე ღებურასა და ლებეურისწყლის ხეობა,  სამხრეთით _ მდინარე ღებურას ხეობა,  მარცხენა შენაკადი მდინარე ცისიმდონის ხეობა. სამხრეთ-დასავლეთით _ ჭალის თემის სოფლი სინაგური, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით სოფელი თედელეთი, აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ჯავის რაიონი ტყის უზარმაზარი მასივით, მდინარე ცისიმდონის ხეობის ზემო წელი და ჯალაბეთის უღელტეხილის (ზ.დ. 1439 მ.) მიმდებარე ტერიტორია.

სოფ. ჯალაბეთი ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ მდინარე ცისიმდონის და მდინარე ღებურას შესართავიდან მდინარე ღებურას ზემოწელამდე საშუალოდ (ტყის ზოლის ჩათვლით) 3_3,5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ_მდინარე ცისიმდონის ხეობიდან ღებურას ხეობამდე 2_3 კმ-ზე, სოფლის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი წერტილია (საზაფხულო სადგომი მდ. ღებურას ხეობაში) 1350 მეტრი., ხოლო მინიმალური წერტილია მდინარე ღებურასა და ცისიმდონის შესართავი,  ზ.დ. 1160 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 1230 მეტრია.

            სოფ. ჯალაბეთიც ძლიერ დააზიანა 1991 წლის მომხდარმა მიწისძვრამ, თითქმის მთლიანად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, იყო მსხვერპლიც. სოფელი, სადაც 2006 წლისათვის ცხოვრობდა 10 კომლი 22 სულით, 2002 წლის აღ¬წე¬რის მო¬ნა¬ცე¬მე¬ბით კი 55 მაც-ხოვ¬რე¬ბე¬ლი იყო. სოფელი შედის ჭალის თემში, მანძილი  ცენტრამდე 15 კმ, უახლოესი საჯარო სკოლა არის სოფელ პერევში. მანძილი სკოლამდე 5 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე 25 კილომეტრია. სოფლის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს სიტყვა ,,ჯალაბობას”, როგორც ჩანს ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობა ანუ ჯალაბობა და შესაძლებელია აქედან წარმოდგა სოფლის სახელიც.

სოფ. ჯალაბეთზე გადის ბილიკი, რომლის საშუალებითაც შესა-ძლებელია იმერეთის ყველაზე მაღალ წერტილზე ლებეურის მთაზე ასვლა, მანძილი მწვერვალამდე  9 კილომეტრია,  ხოლო ლებეურამდე შეფარდებითი სიმაღლე 1640 მეტრია. ჯალაბეთიდან აღმოსავლეთით არის მინერალური წყალი ლესევი, აქვეა ციხის ნანგრევებიც,  სოფლიდან აქამდე მანძილი 7 კილომეტრია, ხოლო თუ გზას გავაგრძელებთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ყვირილას ხეობის გასწვრივ, მოვხვდებით ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ერწო-წონას ქვაბულში, სადაც მდებარეობს  ტბა ერწო,  მანძილი  ჯალაბეთიდან ერწოს ტბამდე 15 კმ-ია.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.