ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯალაურთა
იმერეთი

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე,  მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. მდინარე ფრონესა და მდინარე რკვიანას ხეობაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის თემის სოფლები: ბეგიაური და ბჟინევი სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება კორბოულის თემის  სოფელი შომახეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის თემის სოფელი უსახელო.  დასავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნიგოზეთის თემის სოფელი წასრი, აგრეთვე სოფელი უსახელო (სახნავ_სათესი სავარგულებით). აღმოსავლეთით - სოფლები: კორბოული და შომახეთი

 

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია დასავლეთ ნაწილში, მდინარე ფრონეს ხეობაში, სიმაღლე ზ.დ. 720 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ადგილია, უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, სოფლის ტყის ტერიტორიაზე, მდინარე იმერეთის ფრონისა და რკვიანას წყალგამყოფი ზ.დ. 850 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ. დ. 750 მეტრია.

ჯალაურთა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება (სახნავ_სათესი, საძოვრებითა და ტყის ზოლის ჩათვლით) საშუალოდ 6 კმ-ზე, ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 5-6 კმ-ზე

ჯალაურთა არის თემის  ცენტრი, მასში შედის სოფელი ჯალაურთა და მოძვი, მთლიანად თემში ცხოვრობს 1010 კომლი, 2790 მაცხოვრებლით, აქედან ჯალაურთაში ცხოვრობს 658 კომლი, 1770 სული მცხოვრებით. მანძილი ქალაქ საჩხერემდე 20 კილომეტრია.

გავრცელებული გვარებია: ცარციძე, კაპანაძე, ბუღაძე, ძინძიბაძე, ხვედელიძე, ასანიძე, ბრეგვაძე, გაფრინდშვილი, დოღაძე, იაკობაშვილი, ნოზაძე, მაჭავარიანი, ღამბაშიძე, შეყლაშვილი, პაპიძე, მაჭარაშვილი, ჩაჩანიძე, იაკობიძე, სამხარაძე.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მემცენარეობა, მეცხოველეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზე არის ცივი კამკამა წყაროები, რომლებიც შეადგენენ მდინარე იმერეთის ფრონეს მარცხენა აუზის მდინარეებსა და აგრეთვე მდინარე რკვიანას აუზის ნაკადებს.

სოფლის ტერიტორიაზე არის ჯალაურთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია    (XIX-XXsს.ს.); და განვითარებული შუა საუკუნეების ჯალაურთის წმ. ღვთისმშობლის ეკლესია. დარბაზული ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, მასთან ახლოს მდებარეობს მეორე ეკლესია, რომელიც გარედან დარბაზულს წააგავს, თუმცა სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სახურავიც სვეტებს ეყრდნობა. ჯალაურთის წმ. გიორგის  ეკლესია სიძველენი XX საუკინის დასაწყისში წარმოადგენდა: 1. ვერცხლზე ნაჭედი ხატი მაცხოვრისა (ერთ მხარეს) და მთავარანგელოზის (მეორე მხარეს), 11X7.5 სმ, დაფერილი ოქროს წყალში. მაცხოვარი წელამდეა გამოსახული, მთავარანგელოზი ფეხამდე. ხატი დაზიანებულია. 2. ფიცარზე ნახატი ხატი კონსტანტინე და ელენესი (ერთ მხარეს) და ორი სხვა წმიდანისა (მეორე მხარეს), 15X10,5 სმ, ბერძნული წარწერებით. 3. ბრინჯაოს ბალთა სარტყლისა რაიმე ცხოველის გამოსახულებით

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.