მდებარეობს მდ. ყვირილის მარცხენა მხარეს, მთის ძირში გაშლილ დაბლობზე, იწყება მდ. ყვირილისა და ჭურნალის წყლის შესართავის მოპირდაპირე მხრიდან და გრძელდება მდინარეების: ხახიეთის წყლის, ღებურასა და ყვირილის შესართავამდე.
ჯრიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჭალის თემის სოფელი პერე-ვი და სოფელი ქარძმანი (ტყის ზოლის ჩათვლით). სამხრეთით - სოფელი დარყა. დასავლეთით _ ტყის ზოლით სოფელი დრბო. აღმოსავლეთით _ სატყეო მეურნეობის ვრცელი ზოლი და მთა პერანგას (1588 მეტრი) დასავლეთი კალთები. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 670 მეტრია. სოფელში 2008 წლისათვის ცხოვრობდა კომლი, სული მაცხოვრებელით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი 284 მაცხოვრებელი იყო.
ტოპონიმ ,,ჯრიის" ახსნა ჯერჯერობით სრულად ვერ ხე-რხდება არავითარი ლეგენდა ან თქმულება სოფლის სახელ-წდების წარმოშობის შესახებ არ არსებობს. ჩვენი ვარაუდით კი ტოპონიმ ,,ჯრიას~ შეი-ძლება ასეთი ახსნა მოვუნახოთ: სიტყვა ,,ჯრა~ სულხან-საბა ორბელი-ანის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მიჯრით ყოფნას, მრავალ კაცთ ვიწროდ ყოფნას აღნიშნავს. მართლაც, მოსახლეობა ვიწროდ გაშლილ ვაკეზე ერთმანეთის მიჯრით სახლ-ობს. სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და მიწის სიმცირესაც ძლიერ განიცდის.
ჯრია შედის ჭალის თემში, მანძილი ცენტრამდე 6 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერეს დაშორებულია 18 კმ-ით. საერთო ფართობი შეადგენს 1700 ჰა. სოფლის მეურნეობის დარგები ძირითადად წარმოდგენილია მეცხოველეობითა და მარცვლეული კულტურების წარმოებით. სიმ-ინდთან ერთად მოჰყავთ ლობიო, კარტოფილი, ბოსტნეული კულ-ტურები. აქაურ ჰავას კარგად ეგუება სუბტროპიკული კულტურების ზოგიერთი სახეობაც: დაფნა, ბროწეული, ლეღვი, ხურმა, უნაბი და სხვა. მოყვარულთა ნაკვეთებზე გვხვდება ჩაიც, რომელიც საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იძლევა. ტყეში უხვადაა წაბლი, წიფელი, ზღმარტლი, რკო, რაც მეღორეობის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა.
ჯრიის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია. ხის ეკლესიები საქართველოში იშვიათობას წარმოადგენს და მათ განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება სჭირდებათ.
სოფელში მრავალი მდინარე, ხევი, ღელე, და საძოვრიანი ფერდობია. დიდი მდინარეებია: ყვირილა, ხახიეთისწყალი, ღებურა. ღელეებია ჯორსამეთისღელე, ნაქერალასღელე, ქვედაახოსღელე, მაღლაახოსღელე და სხვა. საძოვრებია: გოგოლაური, ჯორსამეთი, ქვედა ახო, ქვახვრეტუნა, ჩორათები, ზუმპაურა დასხვა.
სოფელში არის ქვანახშირის, გიშრის და ნავთობის არსებობის ნიშნები.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
ყველა უფლება დაცულია