ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
იმერეთი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.

მდებარეობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხომულის მიდამოები, 160 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 18.889 E42 38.116

მისასვლელი გზაბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ხომული - ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი - 3,7 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ.

ღამისთევაღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.