მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის - ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის ზემო იმერეთის ტერიტორიაზეც.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გია და გელა ციცვიძეებთან, მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან: გიორგი მუმლაძე და ავთო ციცვიძესთან, აგრეთვე ლადო მუმლაძესა და ადგილობრივ მაცხოვრებელ ბონდო მუმლაძესთან ერთად შეისწავლეს მანდაეთის კარსტული მღვიმე. ადგილობრივმა მოყვარულ სპელეოლოგთა ჯგუფმა, ეს მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრეს და ექსპდიიციის მოსაწყობად მიმართეს გიორგი დვალაშვილს. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმის დიდი ნაწილის შეფასება, მანდაეთის მღვიმეს მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლილი ქონდა აქამდე ცნობილი, რომელსაც ეწოდებოდა ზაქარიასკლდის შახტი. ექსპედიციის შდეგად დადგინდა, რომ მანდაეთის მღვიმეს აქვს ჩასასვლელი და გამოსასვლელი.
კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩვა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით. მიენიჭა ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენის, ზემო იმერეთის კარსტის მკვლევარის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.
მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფასტრქუტურის მოწყობა.
აუცილებელია კარსტული მღვიმე იქნეს დაცული!!!.