ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი
იმერეთი

ღირშესანიშნაობა: ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

მდებარეობაწყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, 175 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.623 E42 36.038

მისასვლელი გზაბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი -  6,4 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღამისთევაღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: მერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ლიკა კაპანაძე ტელ: 577 10 14 17 ელ-ფოსტა: likakapanadze2014@gmail.com



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.