ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ცაიში
კატეგორიები
ცაიში ცნობილია ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს აღწერილი. ქართველი გეოგრაფი ცაიშს უმშვენიერესი მდებარეობისა და უძველესი სამკურნალო წყაროს ადგილად იხსენიებს. მართლაც, ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. დღეისთვის გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო და დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24–260ჩ) უნიკალური შემადგენლობა
აქვს: დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს. ასეთ წყალს ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. წყლის ამოსვლის ადგილზე, 2-3 მ-ის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი – ეს ტალახი ე. წ. წყაროს ტალახებს მიეკუთვნება და მას სხვადასხვა სამკურნალო პროცედურისთვის იყენებენ. მინერალურ წყაროებთან 25 მ სიმაღლის ხუთასწლოვანი ძელქვის ხეები დგას. სავარაუდოდ, ჩვენს წინაპრებს ხეები შეგნებულად დაურგავთ, რათა წყაროები ადვილი მისაგნები ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ცაიშის მინერალური წყლები XX ს-ის დასაწყისში ხელახლა აღმოაჩინეს. განსაკუთრებული პოპულარობა კურორტმა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. დღეს ცხელი მინერალური წყლის ნაწილი მხოლოდ სათბურებისა და ბინების გასათბობად გამოიყენება, უმეტესი ნაწილი კი იკარგება.
 
1. მუნიციპალიტეტის ცენტრის, ქალაქ ზუგდიდის მთავარი ღირსშესანიშნაობაა სამეგრელოს მთავრების - დადიანების სასახლეში განთავსებული ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, რომელსაც გარს ულამაზესი ტყე-პარკი აკრავს. დადიანებს მისი გაშენება XVIII ს-ის პირველ ნახევარში დაუწყიათ. დავით დადიანმა პარკზე ზრუნვა მეუღლეს - ეკატერინე ჭავაჭავაძეს მიანდო. სამეგრელოს დედოფალმა პარკის გასალამაზებლად იტალიელი სპეციალისტი ჟოზეფ ბაბინი მიიწვია (რომელმაც ასევე იზრუნა გორდის ბაღის გაშენებაზე). ბაბინმა ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილით დაგეგმა და ულამაზესი ხელოვნური პეიზაჟები შექმნა. 1855 წელს თურქებმა ზუგდიდი მთლიანად გადაწვეს და ბაღი გაჩეხეს. მის აღსადგენად ეკატერინემ კვლავ იტალიელი
სპეციალისტები მოიწვია - ძმები ზაბერლეტები, რომლებმაც ბაღი აღადგინეს და ზუგდიდში სამუდამოდ დასახლდნენ.
 
2. ცაიშის ჰიპერთერმული წყარო
 
მდებარეობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, მდ. ჯუმის
(მდ. ჩხოუმი-ინგურის შენაკადი) ხეობა.
მანძილი: ზუგდიდიდან – 15 კმ, თბილისიდან – 310 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 120-150 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,90ჩ. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,70C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1616-1720 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა: 2300-2400 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ორი ტიპის
მინერალური წყალი - სულფიდური, ქლორიდული, ნატრიუმიანი, თავისუფალი გოგირდწყალბადის 20- 26 მგ/დმ3-ის შემცველი, საერთო მინერალიზაციით 3-12,5 გ/დმ3 (ტემპერატურა 810ჩ -820ჩ) და აზოტიანი, კაჟიანი, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით
1,6-2 გ/დმ3 და 60-70 მგ/დმ3 კაჟმჟავას შემცველობით; ორივე წყლის 
დებიტი ერთად: 3 მლნ ლ/დღ-ღ. მკურნალობის სახეობა: 
მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები, პერიფერიული ნერვული
სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.