ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საკოხია
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა ტერასისებურად ამაღლებულ ფერდობზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ყვირილის ხეობა და ჭალის თემის სოფელი ღონა. სამხრეთით _ არგვეთის თემის  სოფელი ეთო-ეხვევი, დასავლეთით _ სოფელი სავანე (ტყითა და სახნავ_სათესი სავარგულებით). აღმოსავლეთით _ ჭალის თემის  სოფელი სპეთი, მდინარე ჶეხვურას (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობა.

სოფელი საკოხია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება (ტყითა და სახნავ_სათესი სავარგულებით)  2_2,5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 3კმ-ზე (ტყის ჩათვლით).

სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია უკიდურეს ჩრდი-ლო_დასავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის ხეობაში, ზ.დ. 495 მეტრი, ხოლო უმაღლესი წერტილია სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ეხვურას (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს აღმართული გორა (ტყის ჩათვლით) ზ.დ. 716 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 640 მეტრია.

სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა ,,კოხიდან’’, რაც იმერულ დიალექტზე ,,სეტყვას’’ ნიშნავს. სეტყვა ეს არის ატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა 20°ჩ-ზე მეტია). სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე მკ-ია, სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓ საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2. საქართველოში სეტყვიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვია 2-10 (დასავლეთ საქართველოში - ბარში 0,2-2; მთაში 8-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში - ბარში 2-3, მთაში 10-მდე). სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას.

სოფელი საკოხია შედის ჭალის თემში, მანძილი  ცენტრამდე 4 კმ_ია, ხოლო ქალაქ საჩხერეს დაშორებულია 9 კმ_ით. სოფელ საკოხიას მთლიანი ფართობი შეადგენს 100 ჰექტარს, აქედან სახნავს უჭირავს_12, ხეხილის ბაღს_4, ვენახს_2, სათიბს _1.5, საძოვარს_10, ტყეს კი 30 ჰექტარი. საკოხიაში ცხოვრობს 25 კომლი, 82 სული მაცხოვრებელით, 2002 წლის საყოველთაო აღწე-რის მონაცემებით კი 57 მაცხოვრებელი იყო.

სოფელში გავრცელებული გვარებია: გიორგაძე, ქაშაკაშვილი,  მაჭარაშვილი. სოფელში ძირითადად მისდევენ მემინდვრეობას და მებოსტნეობას.

ისტორიული ძეგლები და რაიმე დაწესებულებები სოფელში არ არის, მოსახლეობა ძირითადად სარგებლობს სოფელ ჭალაში არსებული დაწესებულებებით, მაძილი სოფელ ჭალამდე 4 კმ-ია.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.