ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
თედელეთი
იმერეთი

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის მდინარე თედელეთის წყლის ხეობაში. თედელეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობები ტყის უზარმაზარი მასივით, მდინარე თედელეთისწყლის ხეობა, სამხრეთით _ სოფელი სინაგური. დასავლეთით _ მდინარე ხახიეთისწყლისა და თედელეთისწყლის წყალგამყოფი კუდევას ქედი და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ნასოფლარი ხახიეთი. აღმოსავლეთით კი ესაზღვრება ჭალის თემის სოფელი ჯალაბეთი, ლებეურის ხეობა და ტყის მასივი.

სოფელი თედელეთი ჩრდილოეთიდან - სამხრეთისაკენ - მდინარე თედელეთიდან ხეობის გაყოლებით საშუალოდ (ზაფხულის საძოვრების ჩათვლით) 5_5,5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ_მდინარე ხახიეთისწყლისა და თედელეთისწყლის წყალგამყოფი კუდევას ქედიდან მდინარე ლებეურისა და თედელეთისწყლის წყალგამყოფ ქედამდე საშუალოდ 2_2,5 კმ-ზე, სოფლის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი წერტილია _ სოფლის ჩრდილოეთით მდინარე თედელეთის წყლის ხეობაში მდებარე საზაფხულო სადგომები ზ.დ. 1600 მეტრი, ხოლო მინიმალური წერტილია მდინარე თედელეთისწყლის ხეობის ქვედა ნაწილში  ზ.დ. 1060 მეტრი. სოფლის ცენტრის სიმაღლე მდინარე თედელეთისწყლის შუა დინებაში (მდინარის ჭალებში)  ზ.დ. 1150 მეტრია.

სოფელი თედელეთიც ძლიერ დააზიანა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ, თითქმის მთლიანად დაინგრა საცხოვრებელი სახლები იყო მსხვერპლიც. სოფელში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. სოფელი თედელეთიც ახლოს მდებარეობს ხახიეთის მიწისძვრის ეპიცენტრიდან, მანძილი ყოფილ სოფელ ხახიეთიდან თედელეთამდე პირდაპირი ხაზით 2,5 კმ-ია. სოფელი, სადაც 2006 წლისათვის ცხოვრობდა 8 კომლი 18 სულით, თედელეთი შედის ჭალის თემში, მანძილი  ცენტრამდე 16 კმ, უახლოესი საჯარო სკოლა არის სოფელ პერევში მანძილი სკოლამდე 6 კმ-ია, ხოლო ქალაქ საჩხერემდე 26 კილომეტრია. სოფელ თედელეთში გავრცელებული გვარებია: თანდელოვი, ბესტაევი, ცუხიევი, ხარებოვი.

სოფელ თედელეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 2,5 კმ მანძილზე მდებარეობს ხახიეთის ტბა. თედელეთზე გადის ბილიკი, რო-მელიც მიემართება მდინარე თედელეთის წყლის ხეობის გასწვრივ ჩრდ-ილოეთით მწვერვალ დაღვერილასაკენ (ზ. დ. 2723 მ), მანძილი სო-ფლიდან მწვერვალამდე 8 კილომეტრია, ხოლო მთა დაღვერილამდე შეფარდებითი სიმაღლე 1570 მეტრია (ანუ სოფელსა და მწვერვალის სიმაღლეებს შორის სხვაობა). მწვერვალ დაღვერილას სამხრეთ - დასავლეთით არის გზა რაჭისაკენ, პირველი დასახლება, რომელიც ამ ბილიკის გასწვრივ არის ეს არის ლესორა,  სადაც ბარიტის მოპოვება წარმოებდა, ეს დასახლებული პუნქტი სოფელ ჩორდთან ერთად მთლიანად განადგურდა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად, შემდეგ გზა მიემართება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირისკენ და უერთდება მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის მდინარე  ჯეჯორას ხეობაში არსებულ საავტომობილო გზატკეცილს, მანძილი სოფელ თედელეთიდან სოფელ ირამდე ლესორის გავლით 18 კილომეტრია.

 

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

ყველა უფლება დაცულია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.