ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი წყალტუბო
კატეგორიები
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქუთაისიდან 15 კმ-ში მდებარეობს. აქტიური საკურორტო სეზონი აქ ზაფხულის პერიოდს ემთხვევა, თუმცა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები საშუალებას იძლევა, დამსვენებელმა შესაბამისი მომსახურებით მთელი წლის მანძილზე ისარგებლოს. კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს  ის სამოცამდე დაავადებას კურნავს. რბილი, კამკამა და უსუნო წყალი ბუნებრივად თბილია (33-350ჩ) და ამიტომ მისი გამოყენება წინასწარ
გათბობის გარეშეც შეიძლება. 
 
მკურნალობა აქ კომპლექსურად მიმდინარეობს: პაციენტებს, საჭიროების მიხედვით,  ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც. წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი, ჯერ კიდევ XII_XIII საუკუნეებში ყოფილა ცნობილი. 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში მას „მაღლაკს მდებარე აბანოის“ სახელით მოიხსენიებენ. ევროპულ პრესაში პირველი ცნობები წყალტუბოს შესახებ 1782 წელს, „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების კრებულში გამოქვეყნდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან კი სასწაულმოქმედ მინერალურ წყლებზე მასალები უკვე ინტენსიურად იბეჭდება, სადაც წყალტუბოს ცნობილ ევროპულ კურორტებს— ვილბადს (გერმანია) და ტეპლიცს (ჩეხეთი) ადარებენ.
 
1920 წელს ის სახელმწიფო საკუთრება გახდა და ოფიციალურად მიენიჭა ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი. წლების განმავლობაში წყალტუბოში უამრავი ცნობილი ადამიანი ისვენებდა. მათ შორის იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი (1968 წლის ივლისი);
 
საბჭოთა ბელადს, იოსებ სტალინს კი კურორტზე პერსონალური ოთახი ჰქონდა, რომელსაც 1931 და 1951
წლებში სტუმრობდა.
 
1. წყალტუბოში რამდენიმე სააბაზანო შენობა დგას. მათ შორის #6, ე. წ. `სტალინის აბაზანა~, ყველაზე
დიდი და კეთილმოწყობილია.
 
2. საბჭოთა პერიოდში წყალტუბოში 30-მდე სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა. მათ შორის იყო სანატორიუმი `შახტიორი~, რომელსაც ერთდროულად 500-მდე დამსვენებლის მიღება შეეძლო.
 
მდებარეობა: მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირები.
მანძილი: ქუთაისიდან – 15 კმ, თბილისიდან – 221 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 95 -120 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,30ჩ. ზაფხული
ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,80ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1700-1800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2050 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად რადიოაქტიური (40-100 ბკ/მ3), რადონული, აზოტიანი,
ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური
წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3, ტემპერატურით 350ჩ - 370ჩ; 
დებიტი: 20 მლნ ლ/დღ-ღ; ასევე, კარსტული გამოქვაბულები.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, სპელეოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და
გინეკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები და სხვ.

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.