ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ქუთაისი
იმერეთი
მდინარე რიონის შუა წელზე საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი მდებარეობს. იგი მდინარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 150-300 მეტრზეა გაშენებული. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +5.20, ივლისისა  +23.20, ხოლო ნალექების რაოდენობა (1380 მმ) თითქმის 1,5-ჯერ ჭარბობს აორთქლებას. 
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში არსებობდა ქალაქი. იგი საუკუნეების მანძილზე ასრულებდა საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრა­ციული და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას. 
ქალაქ ქუთაისის ფარგლებში არაერთი მნიშვნე­ლო­­­ვანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგ­­ლია. მის სიახლოვესაა სათაფლიის დაცული ტე­რი­­ტო­რიები, აჯამეთის აღკვეთილი, კაცხის სვეტი, ცუცხვათის მღვიმე, ხვამლის მასივი და ბუნების სხვა ძეგლი. 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.