ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კულტურულ – შემეცნებითი ტური სამეგრელოსა და სვანეთში
კატეგორიები
კულტურულ – შემეცნებითი ტური სამეგრელოსა და სვანეთში
კატეგორია: კულტურული ტური
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

8  დღიანი კულტურულ – შემეცნებითი ტური სამეგრელოსა და სვანეთში

მარშრუტი: ქალაქი ქუთაისი – ქალაქი მარტვილი-ქალაქი ზუგდიდი – ქალაქი მესტია- ქალაქი ქუთაისი

ეწვიეთ  საქართველოს! დატკბით მისი ულამაზესი ბუნებით, გაეცანი უძველეს და უმდიდრეს ტრადიციებსა და კულტურას, მოინახულე ქვეყნის ულამაზესი ქალაქები, შეიტყვეთ უამრავი რამ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულოსა და ტრადიციული ღვინის დამზადების შესახებ.

თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ საქართველოში, არ გსმენიათ მისი მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაალაგოთ ჩანთა,  შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში!

ტურის განრიგი

დღე 1 – ჩამოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანიის წარმომადგენელი. განთავსება სასტუმროში, თავისუფალი დრო.  ღამისთევა  ქ. ქუთაისში.

დღე   2 – საუზმე სასტუმროში  – გელათის მონასტერი  –  ბაგრატის ტაძარი  –  მოწამეთა – ქუთაისის ისტორიული მუზეუმი – ქალაქის ევროპული ნაწილის დათვალიერება – ღამისთევა ქალაქ ქუთაისში;

  • გელათის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.  ანდერძის თანახმად აქვეა დასაფლავებული მეფე დავით აღმამშენებელი. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

  • ბაგრატის ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში. ისტორიულად  იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.  ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს,  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი.

  • მოწამეთა – ტაძარი აშენებულია XI საუკუნეში, მდინარე წყალწითელას ხეობაში. აქ განისვენებენ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის წამებული ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი.

  • ისტორიული მუზეუმი – ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაფუძნებულია 1922 წელს, რომელიც ინახავს დაახლოებით 190998 ექსპონატს. მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები.

დღე 3 – საუზმე სასტუმროში – სათაფლიას მღვიმე  – მარტვილის მონასტერი – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია – ღამისთევა ქალაქ ზუგდიდში.

  • სათაფლიას მღვიმე  – პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ტყეა. აქვეა დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და სტალაქტიტი, საიდანაც წყალი მოედინება. მეცნიერთა მიერ სათაფლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაც ბუნების უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში.

  • მარტვილის მონასტერი – ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, რომელიც VII საუკუნეშია აგებული და ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ტაძარში შემორჩენილია XIV, XVI და XVII საუკუნის ფრესკები.

  • დადიანების საზაფხულო რეზიდენცია – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ააგო, სადაც მრავლადაა ევროპული არქიტექტურის დეტალები. ამ სასახლეს ევროპის მრავალი დიდგვაროვნისთვის უმასპინძლია.

დღე 4 – საუზმე სასტუმროში – ცაიშის კათედრალი – დადიანების სახლ-მუზეუმი – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი – ზუგდიდის კვირაცხოვლის ტაძარი – ზუგდიდის  საკათედრო ტაძარი – მეგრული სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობა და ვახშამი.  ღამისთევა  ქალაქ ზუგდიდში.

  • ცაიშის კათედრალი – ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მასზე ცნობები XIV საუკუნიდან მოგვეპოვება, ცაიშის ტაძარი XIV სუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან ზოგიერთ საფლავზე წარწერა აღარ იკითხება. ბევრმა საფლავმა კი ჩვენამდე ვერც მოაღწია.

  • დადიანების სასახლე – დადიანების სასახლე ერთ-ერთი საქართველოს განძია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს, მათ შორის უძველეს ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის სასწაულმოქმედ ხატს.

  • ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი – ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი XIX საუკუნის ძეგლია. ეკლესიის აგება დაკავშირებულია ვლაქერნის სასწაულთმოქმედ ღვთისმშობლის ხატთან, რომელიც დადიანების უმთავრესი საგვარეულო სიწმინდე იყო, ამიტომაც მას მთვარები დიდი სასოებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ.

  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ზოგიერთი ხე ბაღში 200 წლისაა და მთელს ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს.

  • ზუგდიდის კვირაცხოვლის ტაძარი – ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია ისტორიულ ქრონიკებში პირველად XIV ს. იხსენიება, რომელიც ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.

 

 დღე 5 – საუზმე სასტუმროში –  წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი – წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი  – ენგურის ხეობა – ენგურის წყალსაცავი – ხაიში – მესტია –  ღამისთევა მესტიაში.

  • წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი – წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი X-XI საუკუნის ძეგლია. ტაძრის ინტერიერი მოხატულია კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეული მხატვარის მიერ. ეს მოხატულობა XIV საუკუნის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული ნიმუშია.

  • წალენჯიხის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი – მუზეუმი დაარსებულია 2003 წელს, რომელშიც ინახება 312-მდე ექსპონატი. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს პალეოლითის, ნეოლითის, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს პერიოდებს.

  • ენგურჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – გამორჩეული ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ცადატყორცნილ მთებს შორის აგებული რკინაბეტონის თაღოვანი კაშხალი მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

  • ხაიში – სოფელი ხაიში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია სვანეთში. აქ თავმოყრილია სვანეთისთვის დამახასიათებელი კოშკები, ეკლესია-მონასტრები და ულამაზესი ბუნება, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.

დღე 6 – საუზმე სასტუმროში – ლატალის მაცხოვრის ეკლესია – სვანეთის მუზეუმი –  ჰაწვალი- ხერგიანების მუზეუმი – სვანური სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობა – ღამისთევა ქალაქ მესტიაში.

  • ლატალის მაცხოვრის ეკლესია – ლატალის მაცხოვრის ტაძარი X-XI საუკუნეშია აშენებული. ეკლესია მოხატულია და  დავით აღმაშენებლის – ძის, დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს. ამ მხატვრობას, კომპოზიციის თვალსაზრისით, ანალოგი არ მოეძებნება. ტაძარში დაცულია მრავალი სიწმინდე, მათ შორის ვერცხლის ჯვარი მეთორმეტე საუკუნის_ტიხრული მინანქრებით და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული. რომელიც ითვლება ბიზანტიური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად.

  • სვანეთის მუზეუმი – სვანეთის მუზეუმი დაფუძნებულია 1936 წელს. მუზეუმში დაცულია დაახლოებით 4090 ექსპონატი, რომლებიც წარმოადგენენ სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშებსა და უძველეს ხელნაწერებს.

  • ხერგიანების მუზეუმი – მუზეუმი დაარსებულია 1983 წელს, რომლის კოლექცია დაახლოებით 458 ექსპონატისგან შედგება. აქ წარმოდგენილია ცნობილი მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, ,, კლდის ვეფხვად“წოდებული მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთები და ისტორიული ფაქტები.

  დღე 7 – საუზმე სასტუმროში – ოკაცეს კანიონი  – ქუთაისის ისტორიული ნაწილის   დათვალიერება – ღამისთევა ქალაქ ქუთაისში;

  • ოკაცეს კანიონი – კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში, რომლის სიგრძეც 14 კილომეტრია. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი და რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდი. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. ხიდზე გავლისას უჩვეულო და სასიამოვნო შეგრძნება ეუფლება ადამიანს.

დღე 8 – საუზმე სასტუმროში – სასტუმროს ნომრის განთავისუფლება – თავისუფალი დრო –   ტრანსფერი აეროპორტში.   გამგზავრება ქუთაისიდან;

ტურის სახეობა:   კულტურულ – შემეცნებითი;

მარშრუტი:  ქალაქი ქუთაისი – ქალაქი მარტვილი – ქალაქი ზუგდიდი  –  ქალაქი მესტია –  ქალაქი ქუთაისი;

ხანგრძლივობა:  7 ღამე / 8 დღე;  ტურის ხანგძლივობა შეესაბამება თქვენი ჩამოსვლისა და  გამგზავრების რეისებს;

სატრანსპორტო საშუალება:  ევრო კლასის  სატრანსპორტო საშუალება;

განთავსება:  3 * სასტუმრო / საოჯახო ტიპის სასტუმრო ;

ფასში შედის:

  • ტრანსფერი – აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი

  • ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით – ევრო კლასის სატრანსპორტო საშუალება;

  • გიდი – რუსულ / ინგლისურ ენოვანი;

  • განთავსება:

  • 3 x ღამისთევა ქუთაისის სასტუმროში;

  • 2 x ღამისთევა ზუგდიდის სასტუმროში;

  • 2 x ღამისთევა მესტიის სასტუმროში

  • კვება

  • საუზმე სასტუმროში;

  • მეგრული სამზარეულოს გაცნობა და ვახშამი

  • სვანური სამზარეულოს გაცნობა და ვახშამი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება:

  • ფოტო და ვიდეო  გადაღება, სამახსოვრო დისკი;

  • 1  ლიტრი მინერალური წყალი დღის განმავლობაში

ფასში არ შედის:

  • სამგზავრო დაზღვევა;

  • ლანჩი და სადილი ;

  • ალკოჰოლური სასმელები;

  • მუზეუმებში შესვლის საფასური;

დაწვრილებით ინფორმაციას  და ფასებს  ტურის  შესახებ  მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად.



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.