ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მეღვინეობა ჩელთი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

მეღვინეობა ჩელთი
კატეგორია: ღვინის მწარმოებლები და მარნები
რეგიონი: კახეთი
მისამართი: ყვარელი, კახეთი, ყვარლის რაიონი სოფელი შილდა
ტელეფონი: (+995 32) 577 444 455
ვებ-გვერდი: http://www.chelti.com
4847



აღწერა

ალაზნის ველზე  მდინარე ჩელთის პირას მდებარეობს ღვინის  კომპლექსი „ჩელთი“. კომპლექსი  გაშენებულია  50 ჰექტარზე და მოიცავს ვენახებს, ღვინის ქარხანას,  მარანს,ღვინის საძველეს, ულამაზეს ხეხილის ბაღებს და ცაცხვის ხეივანს.

ღვინის ქარხნიდან ერთ მხარეს იშლება  ალაზნის ველის ულამაზესი ხედი, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონის ქედი. ქარხნის მინუს პირველ  სართულზე 6 მეტრის სიღმეში მდებარეოობს მარანი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ინახება „ჩელთის“ უნიკალური ღვინო.  მარანი  მოთავსებულია მიწის სიღრმეში, რადგან იქ  მთელი წელი  ტემპერატურა არ  სცდება 12-16 გრადუსს.  რამოდენიმე  წლით შენახვის შემდეგ ღვინო ჩამოისხმება ბოთლებში და  ვარგდება სპეციალურად აშენებულ ღვინის საძველეში, რომელიც ასევე  მიწის სიღრმეშია. ამჟამად  საძველეში ინახება 50 000-მდე ბოთლი ღვინო. მათი წლოვანება ორიდან ათ წლამდეა.

ღვინის ქარხნის წინ ცაცხვის ხეივანთან  აშენებებულია ტრადიციულული არქიტექტურით გამორჩეული კახური მარანი.  ის იტევს 40 ტონა ღვინოს.  მარანი აგებულია  მთლიანად ქართული აგურითა და ხის მორებით. მარნის  ვერანდა  იტევს 70 სტუმარს.  ვერანდიდან რამდენიმე მეტრში გაშენებული ვენახი, იწვევს ქართულ კულტურასთან განსაკუთრებული სიახლოვის განცდას.

სტუმრებს საშვალება ეძლევათ გასინჯონ კომპანია „ჩელთის“ ათზე მეტი დასახელების, როგორც ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დაყენებული, ღვინო,  მონაწილეობა მიიღონ პურის ცხობაში,  ქვევრის გახსნაში, ყურძნის დაწურვაში, ჩურჩხელის ამოვლებაში. ასევე სეზონურად შეეძლებათ თავიანთი ხელით მოკრიფონ და იგემონ „ჩელთის“ ბაღებში მოწეული ხილი : ალუჩა, ვაშლი, ტყემალი, ალუბალი, ბალი.

კახდთის რეგიონი გამორჩეულია როგორ მეღვინეობით, ასევე  ტადიციული სამზარეულთი. კერძები ჩვენთან მზადდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, იქვე მოყვანილი პროდუქტებით და  უძველესი რეცეფტებით.  ვურჩევთ ჩვენს სტუმრებს, არ გაუშვან  შანსი და მიირთვან ქართული ღვინო  რეგიონის გამორჩეული  მზარეულების მიერ დამზადებულ კერძებთან ერთად.

ღვინის კომპლექსიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ორი უნიკალური ძეგლი ნეკრესი და გრემი. ისინი აუცილებლად უნდა ნახოს კახეთის ყველა სტუმარმა.



პროდუქცია


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



13 სექტემბერი, 2016
ჩელთის ღვინის მარანი ყვარელში, ალაზნის ველზე, მდინარე ჩელთის პირას მდებარეობს და ჩასულ სტუმრებს...


მდებარეობა
themecircle.net


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.