ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიზნეს ლანჩი ქალაქის ცენტრში - ბილტმორ თბილისის რესტორანი «Sonnet» გამორჩეული შეთავაზებებით
11 აპრილი, 2018

თბილისი იმ ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც უამრავი ბარ-რესტორანი არსებობს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. მიუხედავად ამისა, ხშირად მაინც გვიჭირს არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბიზნეს ლანჩს ეხება.

ბიზნეს ლანჩი, რომელიც საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია, გვსურს, კომფორტულ გარემოში კონკრეტული შედეგით ჩაიაროს, „სიურპრიზების“ გარეშე. გარემო საქმიანი უნდა იყოს, ადგილი - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საკვები და ფასი მისაღები. ამ შემთხვევაში დეტალები ისეთი მნიშნელოვანია როგორც არასდროს, პოზიტიური ურთიერთობა ხომ ხშირად ბიზნეს წარმატების ერთგვარი გარანტიაცაა.

სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" რესტორანი Sonnet ამ თვალსაზრისით უდაოდ გამორჩეულია. ინტერიერი - საქმიანი და მდიდრული. ადგილმდებარეობა - ქალაქის ცენტრში. რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობიდან დედაქალაქი ხელისგულზე ჩანს.

სასტუმროში იდეალური პირობებია შექმნილი საქმიანი შეხვედრებისთვის. Sonnet-ის ბიზნეს ლანჩს შეგიძლიათ ეწვიოთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00-დან 15:30-მდე.

გამოცდილი შეფ მზარეულის მომზადებული უგემრიელესი კერძები სამუშაო დღეებსაც გაგიხალისებთ და შესვენებაზე გასვლასაც  სასიამოვნოს გახდის. მენიუ სამი კერძისგან შედგება და 1 ადამიანზე 40 ლარს არ აღემატება (ფასში არ შედის სასმელები).

შეთავაზებების გარდა "ბილტმორ თბილისის" რესტორანი Sonnet მნიშვნელოვანია თავისი ისტორიული დატვირთვითაც. "იმელის" სახელით ცნობილ შენობაში თავის დროზე მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი ფუნქციონირებდა, მოგვიანებით ქვეყნის პარლამენტიც განთავსდა, უფრო გვიან კი საკონსტიტუციო სასამართლო.

ლუქს-კლასის სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" ამ შენობაში 2016 წლის ივლისში კომპანია „დაბი ჯგუფმა“ გახსნა და სასტუმროს მმართველი Millennium & Copthorne-ია. მისი არქიტექტურა და დიზაინი ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი. ულტრა თანამედროვე ცათამბჯენში 214 ნომერია, მათ შორის - სამეფო ლუქსი, რომელიც „ბილტმორ თბილისის“ 32-ე სართულს მთლიანად იკავებს.  

სასტუმრო ”ბილტმორ თბილისში” მთლიანობაში 6 რესტორანი და ბარი ფუნქციონირებს, სადაც ქორწილებისა და კორპორაციული საღამოებისთვის შესაბამის გარემოს, მომსახურებასა და სერვისს შემოგთავაზებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.