„ალიანს ჯგუფის" პროექტის, მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასის" სახურავზე, 135 მეტრის სიმაღლეზე, „ქორთიარდ მარიოტის“ წარწერის მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
„ალიანს ჯგუფის“ ცნობით, შენობის ორივე მხარეს თეთრ ფონზე შავი ფერის წარწერა Courtyard by Marriott მსოფლიოში აღიარებული „მარიოტის" სტანდარტებისა და "ბრენდბუქის" მოთხოვნების შესაბამისად გაკეთდა.
რამდენიმე მეტრი სიმაღლის ასოები თანამედროვე ტექნოლოგიის და ე.წ. ლედ ნათურების გამოყენებით არის დამზადებული, რომლის საშუალებით წარწერა Courtyard by Marriott დღისით შავი ფერისაა, დაღამებისას კი თეთრი ფერის ხდება.
„ალიანს პალასის“ მშენებლობის პროცესში ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენება, რომლის რეკომენდაციას გლობალური ბრენდი „მარიოტი" იძლევა და ეს რეკომენდაციები არა მარტო ფასადზე წარწერების შესრულებას არამედ სხვა სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ დეტალებსაც მოიცავს.
„ალიანს ჯგუფის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, ფიტნეს ცენტრი, კაფეები,რესტორნები, რეგიონში ყველაზე დიდი კაზინო და ა.შ. კომპლექსის მშენებლობაშიკი გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები.
„ალიანს პალასის" შემდეგ, რომელშიც 2019 წელს „ქორთიარდ მარიოტი" დაიწყებს მუშაობას, ბათუმში ეს „მარიოტ ინთერნეიშენალის" ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მეორე სასტუმრო იქნება. გლობალური ბრენდი "მარიოტ ინთერნეშენელი" მსოფლიო მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში 6000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და „ალიანს ჯგუფთან" პირველი თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო.
"ალიანს ჯგუფი" ამ პროექტის გარდა მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელებთან ერთად კიდევ სამ მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: ALLIANCE PRIVILEGE-ი ბათუმში, სადაც MARRIOTT HOTEL-ია წარმოდგენილი, ALLIANCE RESORT-ი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც RAMADA HOTEL-ს წარმოგვიდგენს, და ALLIANCE HIGHLINE-ი თბილისში WYNDHAM GARDEN HOTEL-თან ერთად.
ბოლო 13 წლის განმავლობაში „ალიანს ჯგუფს“ პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ინოვაციურპროექტებში კი "ალიანს ჯგუფი" ჯამში $210 მილიონს აბანდებს.
www.travelingeorgia.ge