მრავალფუნქციურ კომპლექს Alliance Palace-ში აივნების ალუმინის ფიჭური პანელებით მოპირკეთება აქტიურად მიმდინარეობს. ფართობი, რომლის საერთო მოცულობა 12 ათასი კვადრატული მეტრია, წამყვანი ესპანური კომპანია ALUCOIL-ის წარმოებული პროდუქციით შესრულდება.
მულტინაციონალური კომპანია ALUCOIL-ი უმაღელისი ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოება, ტრანსპორტირება, საწარმოო გამოყენებაზეა სპეციალიზებული. კომპანიის საწარმოები მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე ფუნქციონირებს და მათი ნაწარმი ხარიხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
Alliance Palace-ის მოსაპირკეთებლად თანამერდროვე, ახალი თაობის ალუმინისაგან დამზადებული პანელები შეირჩა, რომელიც ვიზუალის გარდა სიმსუბუქით, სიმყარით და ცეცხლგამძლეობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ყველა სამშენებლო მასალა, რომელიც Alliance Palace-ის მშენებლობის პროცეში გამოიყენება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპლექსის 1-5 სართულზე ცნობილი მსოფლიო ბრენდის, Courtyard Marriott-ის სასტუმრო განთავსდება. მეექვსედან 41-ე სართულამდე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.
www.travelingeorgia.ge