ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ალიანს ჰაილაინსის» ტერიტორიაზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგური განთავსდება
28 მაისი, 2018

კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ეკომეგობრული ავტომობილების მფლობელებზე ზრუნავს. კომპანია თავის მრავალფუნქციურ კომპლექს “ალიანს ჰაილაინსის” ტერიტორიის ინფრასტრუქტურულ გეგმაში გაითვალისწინა ელექტრომობილების დასამუხტი სადგური.

"ალიანს ჰაილაინის“ აპარტამენტების მფლობელებს საშუალება ექნებათ ამ სერვისით 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ. 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს. ელექტრომობილი კონკურენციას უწევს შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებს, არ გამოყოფს გამონაბოლქვს და შესაბამისად, არ აზიანებს გარემოს. შესაბამისად, კომპანია ფეხ უწყობს მსოფლიოში არსებულ ტრენდებს. “ალიანს ჰაილაინსი” მრავალფუნქციური კომპლექსია თბილისში და მოიცავს 3 ცათამბჯენს, ყველაზე მაღალი 40 სართულიანია და მასში მდიდრული საცხოვრებელი რეზიდენციები განთავსდება. მეორე და მესამე ცათამბჯენები კი აპარტამენტებს და სასტუმროს მოიცავს.

„ალიანს ჰაილაინის“ კომპლექსში მესამე ცათამბჯენი “ვინდამ გარდენს“ ეკუთვნის.

ცნობილი ამერიკული ბრენდი - Wyndham Hotel Group სასტუმროებისა და კურორტების უმსხვილესი ქსელია. კომპანია 1981 წელს, ტეხასში დაარსდა, ნელ-ნელა გაფართოვდა და დღეს უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაში 7800 სასტუმროს მფლობელია.

სწორედ „ვინდამ გარდენის“, რომელიც ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება თბილისში, მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Sophos Hotels-ი. "ალიანს ჯგუფი" მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელებთან ერთად კიდევ რამდენიმე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: ALLIANCE PALACE-ი ბათუმში, სადაც COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი განთავსდება, ALLIANCE PRIVILEGE-ი ბათუმში, სადაც MARRIOTT HOTEL-ია წარმოდგენილი, ALLIANCE RESORT-ი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც RAMADA HOTEL-ს წარმოგვიდგენს. ბოლო 13 წლის მანძილზე ალიანს ჯგუფს პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ინოვაციურ პროექტებში კი "ალიანს ჯგუფი" ჯამში $210 მილიონზე მეტს აბანდებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.