ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაცვალე აპარატემენტი მსოფლიო კურორტების აპარტამენტებზე - გაიგე რას სთავაზობს „ალიანს ჯგუფი“ მომხმარებელს
23 აპრილი, 2018

„ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტების მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ.

ისინი ვინც კომპანიის აპარტამენტებს შეიძენს ბათუმის „ალიანს პალასსა" და „ალიანს ფრივილიჯში", თბილისის „ალიანს ჰაილაინში“, მიიღებს კომპანიის ექსკლუზიურ „ალიანს ფრივილიჯ ბარათს“. შედეგად აპარტამენტების მფლობელები გაწევრიანდებიან RCI-ის ქსელში.

„თუ ჩვენი აპარტამენტის მფლობელს კონკრეტულ პერიოდში არ სურს აპარტამენტის გაქირავება ან იქ ცხოვრება, ამ დროის სანაცვლოდ მას შეუძლია დაისვენოს მსოფლიოს 120 ქვეყანაში არსებულ 4000-ზე მეტ კურორტზე“, - განმარტავენ კომპანიაში.

„ალიანს ფრივილიჯ ბარათის" მფლობელები ხდებიან „ალიანს ჰაილაინის“ აპარტამენტების მესაკუთრეებიც. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, კომპანია ავანსად აძლევს შესაძლებლობას თავის კლიენტებს გაცვალონ აპარტამენტები მსოფლიოს საუკეთესო კურორტების აპარტამენტებზე.

“ალიანს ჯგუფმა“ მსოფლიოში დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმულა ე.წ. „გაზიარებული საკუთრება“ დამკვიდრება საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიამ აპარტამენტების გაცვლით სისტემაში მსოფლიოს ლიდერ კომპანია RCI-სთან ინოვაციური და უპრეცედენტო ხელშეკრულებაც გააფორმა.

შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყო ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით სრულიად შეცვლის ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას. ხელშეკრულება „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპლექსების აპარტამენტთა მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრები და მსოფლიოს პრემიუმ კლასის კურორტებისკენ გზა ხსნილი აქვთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.