ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ჯინო ველნეს მცხეთა“ - თქვენი დაუვიწყარი დღესასწაული!
22 ოქტომბერი, 2018

ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვინდა დაუვიწყარი და გამორჩეული იყოს და, რა თქმა უნდა, ასეთ განსაკუთრებულ დღეებს გარემოც გამორჩეული სჭირდება.

რა არის საჭირო საოცნებო დღესასწაულისთვის? - პირველ რიგში, მშვიდი და მყუდრო სივრცე, სადაც შენი და შენი სტუმრების იდილიას არაფერი არღვევს, სადაც თავისუფალი ხარ და ყველა დეტალი შენს ზღაპრულ ფანტაზიას ერგება.  ეს მცხეთაა, უძველესი ქალაქი, სადაც ისტორიულ ძეგლებთან  ჰარმონიულად შერწყმული  - “ჯინო ველნეს მცხეთა” გიმასპინძლებთ, სასტუმრო და მისი კრეატიული გუნდი, რომელიც საოცნებო დღეს დღესასწაულად გიქცევს.

ბუტიკური სტილის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ თბილისიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში, მცხეთის ცენტალურ ნაწილში მდებარეობს - ზედაზენით, სვეტიცხოვლით და ჯვრის მონასტრით გარშემორტყმული, ზღაპრული ხედებით, ულამაზესი ინტერიერითა და ექსტერიერით.

 

„ჯინო ველნეს მცხეთა“ მრავალფუნქციური სივრცეა, კრეატიული გუნდით, რომელიც მუდამ მზადაა, გაითვალისწინოს თქვენი სურვილები, დაგეხმაროთ ნებისმიერი საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში. აქ თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს,  ყველაფერი სწორედ თქვენს სურვილზეა მორგებული.  მხოლოდ ინატრეთ - დანარჩენზე „ჯინოს“ გუნდი იზრუნებს! სანამ ისინი თქვენთვის დაუვიწყარი დღის გეგმას აწყობენ, თქვენ შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და „ჯინოს ველნეს მცხეთაში“ არსებული ნებისმიერი სერვისით ისარგებლოთ.

აქ ყველაფერია იდეალური ღონისძიების მოსაწყობად: ღია ტერასა და ვიტრაჟული რესტორანი, საიდანაც პანორამული ხედები იშლება, ღია აუზი და საკონფერენციო დარბაზი...

„ჯინო ველნეს მცხეთაში“ შეგიძლიათ დაგეგმოთ ტრენინგები, სემინარები, ბიზნეს შეხვედრები, „ვორქშოპები“, „თიმბილდინგები“, დახურული ღონისძიებები, წინასაქორწინო წვეულებები და, რაც მთავარია, ხელმოწერის ზღაპრული ცერემონიალი!

ქორწინება ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ ყველა ცდილობს ეს დღე განსაკუთრებული იყოს. ამ განსაკუთრებულობას კი მას “ჯინო ველნეს მცხეთა” შემატებს. თქვენი ხელმოწერის ცერემონია ყველაზე ლამაზი და გამორჩეული იქნება.

თქვენს ბედნიერებაზე ზრუნვა აქ არ სრულდება, ცერემონიის შემდეგ, შეგიძლიათ სასტუმროს კომფორტულ ნომერში განთავსდეთ, ემოცია - რელაქსით დააბალანსოთ, რაშიც უნიკალური სპა დაგეხმარებათ, თქვენთვის შერჩეული მომსახურებით.

ასე რომ, თქვენ მხოლოდ მოგვმართეთ  და მშვიდად დაელოდეთ თქვენს ბედნიერ დღეს „ჯინო ველნეს მცხეთაში“, სადაც ზღაპარს რეალობად გიქცევენ და დაუვიწყარ ემოციას გაჩუქებენ.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.