ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩხაიძე: „თუ სტუმრებს მეღვინის გაცნობა სურს, ამ სურვილს აუცილებლად ვუსრულებთ“
25 აგვისტო, 2021
ქართული ღვინის მრვალფეროვანი არჩევანია მაღაზიაში „ბრენდ ვაინი“, (თბილისი, მცხეთის ქუჩა N48/50). მაღაზიის წინ, სადეგუსტაციოდ მოწყობილ ღია სივრცეში კასრებისგან შექმნილი ორიგინალური ავეჯი აწყვია, სადაც შეგიძლია მოთავსდე და არამხოლოდ სასურველი სასმელი დააგემოვნო, არამედ მისი წარმოების ისტორიასაც გაეცნო. მიირთვა ხილი, ჩირი, ჩურჩხელა ან სხვა ქართული პროდუქტი. სტუმრებს მაღაზიის მფლობელი გიორგი ჩხაიძე უშუალოდ ხვდება და მასპინძლობს.
 
- ბატონო გიორგი, თქვენ მაღაზიაში ხშირად ხდება სხვადასხვა ღვინის დეგუსტაცია.
 
აგვისტოშიც მორიგი ასეთი საღამო შედგა...
 
- ჩვენ მაღაზიაში ჩამოსასხმელი, ბოთლის ღვინო და მცირე მარნების პროდუქციის დიდი არჩევანია. გვაქვს როგორც არაყი, კონიაკი, ლიქიორი, ისე ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინის 100%-მდე სახეობა. მცირე მარნების პროდუქცია კი 80-ს
აღემატება. ყველას ვურჩევ, მობრძანდით და გაგვიცანით. აქ შეიძლება ყველა გემოვნების ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სასმელი.
 
 
ფასები ხელმისაწვდომია და განსხვავებული სხვა ღვინის მაღაზიებისგან. დიდ პატივს ვცემ საქართველოში არსებულ მცირე საოჯახო მარნებს, რომლის წარმომადგენლებთან ვმეგობრობ და ამავდროულად ვთანამშრომლობთ კიდევ. ხშირად ვატარებ მცირე მარნების პროდუქციის დეგუსტაციებს, რომ მათი ნატურალური ღვინოები, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და ყველას ვურჩევ მათ სასმელს. ვცდილობ მათი საქმის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი. ამჯერად ახალგაზრდა მეღვინისა და ჩემი მეგობრის გიორგი სოლომნიშვილის ღვინის დეგუსტაცია გვქონდა.
 
გიორგი მთელი გულითა და სულით აკეთებს თავის საქმეს და საუკეთესო ხარისხის ღვინოს აწარმოებს. როგორც წესი, პანდემიამდე თვეში სამჯერ გვქონდა სადეგუსატაციო საღამოები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში
ვხვდებით ჩვენ სტუმრებს, ამჯერად რეგულაციების გათვალისწინება მოგვიწია და შეხვედრაზე ბევრი ადამიანი ვეღარ მოვიწვიეთ. მეტიც, ამჯერად დროებით შევაჩერეთ სადეგუსტაციო საღამოების გამართვა და როცა ეპიდსიტუაცია
დარეგულირდება, ჩვენ ტრადიციულ შეხვედრებს გაანვახლებთ.
 
 
- „ბრენდ ვაინში“ საშემოდგომოდ ახალი ღვინის დამატებას ხომ არ გეგმავთ?
 
- ჩვენი ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. ვაყენებთ „რქაწითელსა“ და „მანავის მწვანეს“. ასევე მე და მამაჩემი აკაკი ჩხაიძე ვაპირებთ ჩამოვასხათ „ხიხვი“ და „ქისი“. თავდაპირველად ვგეგმავთ ეს ღვინოები მცირე რაოდენობით ვაწარმოოთ და
ჩვენ მაღაზიაში შევიტანთ. ვნახოთ, როგორი ეფექტს მოახდენს.
 
- თქვენ „ღვინის სასახლის“ მფლობელიც ხართ. პანდემიამდე პერიოდში როგორც სასტუმროს სტუმრებს, ისე მაღაზიის ყველა მსურველს რეგიონებში ჩასვლის საშუალება ჰქონდათ თქვენივე გიდების თანხლებით. ვთქვათ, ახლა მაღაზიაში შემოვიდა ვინმე დამოისურვა რეგიონში ამა თუ იმ ღვინის მწარმოებელთან უშუალო შეხვედრა, ამის ორგანიზების საშუალება თუ გაქვთ? 
 
- ჩვენი მაღაზიის სტუმრებს თუ მეღვინის გაცნობა სურს, ამის ორგანიზებას უშუალოდ მე ვაკეთებ. ჩვენ საუკეთესო გიდს ის მიჰყავს რეგიონში. ისინი ცნობილი მეღვინეების საოჯახო მცირე მარანს სტუმრობენ. ადგილზე ეცნობიან ღვინის დაყენების პროცესს და სხვა დეტალებს. დღესდღეობით ცოტა ტურისტია, თუმცა თუ სურვილს გამოთქვამენ, აუცილებლად ვუგეგმავთ ვიზიტს. თამამად შემიძლია თქმა, რომ ამას მხოლოდ ჩვენ ვუკეთებთ ორგანიზებას და ალბათ ეს ჩვენი კიდევ ერთი
 
პლიუსია. ეს ინიციატივა იმ კუთხითაც დასაფასებელია, რომ ვახდენთ ადგილობრივი, რეგიონული ტურიზმის ხელშეწყობას, რადგან ჩვენგან წასული სტუმრები რეგიონის მეღვინეებთან ან იქვე მდებარე სასტუმროში ჩერდებიან. ამგვარად მხარში დგომა და ერთმანეთის საქმის პატივისცემა-ხელშეწყობა, ყველასთვის აუცილებელია.
 
ავტორი: ანა კალანდაძე
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.