ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო „ღვინის სასახლე“ თავის ყველა სტუმარს სასმელს უფასოდ და ულიმიტოდ სთავაზობს. მარანი, როგორც სამუზეუმო სივრცე
31 ოქტომბერი, 2022

ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო „ღვინის სასახლე“, 2017 წელს გაიხსა და გახსნის დღიდან მალევე უცხოელის ვიზიტორების ყურადღების ქვეშაა. (მისამართი: საბურთალო, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31). ქართული ინტერიერით, კეთილგანწყობილი პერსონალით, საკუთარი მარანით, ტურებით გიდების თანხლებით და სასტუმროში მაცხოვრებელთათვის უფასო ღვინის შეთავაზებით, ის თბილისსი ერთ-ერთი ორიგინალური და გამორჩეული სივრცეა. მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებულ ინტერიერში კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული. 33 ნომერია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსი.

სასტუმრო უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. საკონფერენციო დარბაზი 70 კაცს იტევს, რომელიც ყველა საჭირო საოფისე ტექნიკითაა აღჭურვილი. ბევრი სტუმრისთვის სასტუმროს მარანი ის ადგილია, რაც აქ მათ ყველაზე მეტად იზიდავთ.

ადგილზეე ღვინის მრავალი სახეობაა დაცული. აქვე ყველა ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია ეწყობა და სურვილის შემთხვევაში სასმელი არის უფასო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროს მფლობელი გიორგი ჩხაიძე და მისი ოჯახი ღვინის წამოებითაცაა დაკავებული. სასტუმრო თავის სტუმრებს გიორგი ჩხაიძის საოჯახო მცირე მარანში წარმოებული 7 სახეობის ღვინის სთავაზობს და ასევე ულიმიტოა კონიაკიც.

კორონავირუსის პანდემიიის გამო, სხვადასხვა დროს არაერთი მკაცრი რეგულაცია დაწესდა, ერთი პერიოდი ჭირდა ერთი ქვეყნიდან მეორეში როგორც საქმიანი ვიზიტები, ისე მოგზაურობა. თუმცა, ბოლო ხანს, განსაკუთრებით ზაფხულიდან დღემდე, საქართველოში ტურისტების ნაკადმა იმატა. გიორგი ჩხაიძე: („ღვინის სასახლის“ მფლობელი და დირექტორი): - შეიძლება ითქვას, რომ პანდემიისა პირველ ეტაპზე, თითქმის 2 წელი სასტუმრო თითქმის არ მუშაობა. საბედნიეროდ, ბოლო თვეებია სურათი შეიცვალა. თითქმის ყველა სასტუმროს ჰყავს დამსვენებელი, თუ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე და უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა.

ჩვენი სასტუმროსადმი განსაკუთრებული ინტერესს განაპირობებს შენობაში არსებული მარანი, რომელსაც ამავდროულად მცირე მუზეუმის დატვირთვაც აქვს თავის ავეჯით, ჭურჭელითა, ამა თუ იმ კუთხის ატრიბუტებითა და სხვა ნივთებით. ამ ადგილას კულტურულ-სემეცნებითი ხასიათის შეხვედრები იმართება, რაც ძალიან იზიდავს ჩვენს სტუმრებს.

„ბუქინგზე“ ჩვენი რეიტინგი 9. 6.-ია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და აღნიშნული ფაქტი ძალიან მახარებს. განსაკუთრებით ინტერესს იწვევს რთველის პერიოდი და ყველა მსურველს საშუალება ეძლება ჩვენი გიდების თანხლებით სასტუმროდან კახეთში გაემგზავრონ და უშუალოდ ჩაერთონ ყურძნის კრეფის პროცესში. როცა დრო მაქვს, მეც ხშირად დავყვები სტუმრებს, როგორც ძველ თბილისში, ისე ამა თუ იმ რეგიონში.

დასასრულს, მინდა ჩემს ქვეყანას ბევრი სტუმარი ვუსურვო. ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყანა სტუმართ-მასპინძლობის კულტურით არის ცნობილი, მაგრამ ტურისტებს მეტი კომფორტი უნდა შევუქმნათ. ინფრასტრუქტირასაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. გაიმართოს გზები, რომ ადამიანებმა როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლოს გადაადგილება. მოუგვარებელი, სამარცხვინო პრობელემა იყო და დღემდე რჩება სველი წერტილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ამას ყველა საქართველოში ჩამოსული სტუმარი უსვამს ხაზსს. ჩვენ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმარს არ უნდა უწევდეს ბენზინგასამართი სადგურის სველ წერტილში შესვლა.

21-ე საუკუნეში კიდევ ამაზე საუბარი ძალიან უხერხულია. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, სხვადასხვა პლატფორმაზე გაკეთდეს რეკლამები, სიუჟეტები მომზადდეს არამხოლოდ დედაქალაქზე, არამედ რეგიონებზეც. მარიამ ქვრივიშვილი ძალიან აქტიურად, კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი მცირე მარნების მუშაობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, რადგან ამ ხალხს თანადგმა და სტიმული სჭირდება. სისტემატიური ხასიათი უნდა ჰქონდეს მეწარმეებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების ხშირი კომუნიკაციასა და მათი პრობლემების განხილვას, რომ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით შესძლოს საუკეთესო პროდუქტის შექმნაც და მისი რეალიზებაც. წელი იწურება...

მინდა 2023 წელი იყოს მეტად დოვლათიანი და ყველას წარმატება ვუსურვო!

ავტორი: ანა კალანდაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.