ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Alliance Palace-ის სასტუმრო კომპლექსში მოძრავი კარ-ფანჯარის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს
15 თებერვალი, 2018

Alliance Palace-ის იმ ნაწილში, სადაც მსოფლიოს ცნობილი ბრენდი Courtyard Marriott-ის  სასტუმროა განთავსებული, თანამედროვე მოძრავი კარ-ფანჯარის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროს პირველი 5 სართული აქვს დათმობილი.

სისტემის მიმწოდებელი კომპანია Reynaers Aluminium-ია. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, Reynaers Aluminium 1965 წელს დაარსდა, რომელიც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური, კარებების ფანჯრების მზისაგან დამცავი მოწყობილობების დამზადებაზეა ორიენტირებული.

კომპანია ასევე დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი პროდუქციის ენერგოეფექტურობას, რეინარსიის სისტემები 5-ვე კონტინენტის 60 ქვეყანაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. კომპანიის სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს.

Alliance Palace-ში Reynaers-ი კარებების თანამედროვე სისტემას, Concept Patio 155 ამონტაჟებს. ამ  უმაღლესი კლასის, თერმოიზოლირებული ასაწევი და  მოძრავი სისტემის დანიშნულება, რაც შეიძლება დიდი შემინული ფართის კომფორტული ფუნქციონირებაა. აღნიშნული სისტემა კომპანიის ერთ-ერთი მოწინავე პროექტია, რომელც მაქსიმალუტ თერმოიზოლაციას უზრუნველყოფს.

ამავდროულად სისტემა მაღალი მდგრადობით და გამძლეობით გამოირჩევა. ეს კი უსაფრთხოების და საიმედოების  მაღალ სტანტარდებს იძლევა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.