ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინვესტიცია საქართველოში/დასვენება მთელ მსოფლიოში - „ალიანს ჯგუფი“ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობა აძლევს
03 აპრილი, 2018

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობა აძლევს.

„ალიანს ჯგუფის“ აპარტამენტების ბათუმის „ალიანს პალასსა" და „ალიანს ფრივილიჯში", ასევე თბილისის „ალიანს ჰაილაინში“ შეძენის შემთხვევაში მფლობელები მიიღებენ ექსკლუზიურ „ალიანს ფრივილიჯ ბარათს“ და RCI-ის ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა.

თუ თქვენ კონკრეტულ პერიოდში აპარტამენტის მფლობელს არ სურს აპარტამენტის გაქირავება ან იქ ცხოვრება, ამ დროის სანაცვლოდ შეუძლიათ დაისვენონ მსოფლიოს 120 ქვეყანაში არსებულ 4000-ზე მეტ კურორტზე

„ალიანს ფრივილიჯ ბარათის" მფლობელები ხდებიან „ალიანს ჰაილაინის“ აპარტამენტების მესაკუთრეებიც. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მომხმარებელს ავანსად შეუძლიათ გაცვალოს აპარტამენტები მსოფლიოს საუკეთესო კურორტების აპარტამენტებზე.

“ალიანს ჯგუფმა“ მსოფლიოში დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმულა ე.წ. „გაზიარებული საკუთრება“ დამკვიდრება საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიამ აპარტამენტების გაცვლით სისტემაში მსოფლიოს ლიდერ კომპანია RCI-სთან ინოვაციური და უპრეცედენტო ხელშეკრულებაც გააფორმა.

შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყო ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით სრულიად შეცვლის ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას. ხელშეკრულება „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპლექსების აპარტამენტთა მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრები და მსოფლიოს პრემიუმ კლასის კურორტებისკენ გზა ხსნილი აქვთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.