ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მდგრადი ტურიზმის წამყვანი ექსპერტი სილვია ბარბონე ტრენინგს საქართველოში გამართავს
05 აპრილი, 2017
17-21 აპრილს საქართველოს ეწვევა UNWTO, UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მზოგავი (მდგრადი) ტურიზმის წამყვანი ექსპერტი სილვია ბარბონე. 
ქალბატონი სილვია ბარბონე არის ავტორი მზოგავი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიისა, რომელიც ცნობილია როგორც PM4SD – Project Management for Sustainable Tourism Development (პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის) და რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მოთხოვნადი.
საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მოწვევით 2017 - მზოგავი ტურიზმის საერთაშორისო წელიწადთან დაკავშირებით სტუმარი უფასოდ ჩაატარებს ტრენინგებს თავის მიერ შექმნილი პროგრამით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

თბილისში ქალბატონი სილვია ტრენინგს ჩაატარებს მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრში STEP.GE. 
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
  1. ახალი ტურიზმის განვითარების იდეები;
  2. მდგრადობის თეორიის პრაქტიკაში გადატანა;
  3. ძირითადი დაინტერესებული მხარეების შეკრება და დაინტერესება;
  4. ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებისას მდგრადი მიდგომის განსაზღვრა;
  5. კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობა აღნიშნული საკითხის გარშემო;
  6. მდგრადი მართვის ხედვები და მიდგომები...

ტრენინგი გათვლილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტურიზმის განვითარებით, მისი მზოგავი ფორმითა და შინაარსით, ვინც ჩართულია ტურიზმის წარმოებასა და პოლიტიკაში კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებიდან. 
ღონისძიება ტარდება 10YFP (10-year framework of programmes on sustainable consumption and production patterns (10YFP)) – მდგრადი წარმოება-მოხმარების გაეროს ათწლიანი პროგრამის ფარგლებში და შეტანილია UNWTO-ს მდგრადი საერთაშორისო წელიწადის ღონისძიებათა კალენდარში. 

ტრენინგი ჩატარდება 18 აპრილს 17 სთ-ზე, პეკინის #34, III სართული. 

ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 

მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი STEP.GE 

თბილისი, პეკინის გამზირი #34 (სკოლა „ლოგოსის“ III სართული) 

ტელ.: 599 512 518 

https://www.facebook.com/www.step.ge/


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.