ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი თუ ქუთაისი, მუდმივი დავაა, საქართველოს 2 დედაქალაქი აქვს თუ ერთი
18 მაისი, 2018

თბილისი თუ ქუთაისი,  მუდმივი დავაა,  საქართველოს 2 დედაქალაქი აქვს თუ ერთი.  სად დაიბადა პირველი ლექსი,  სად ამღერდა პირველად ქართული სული?

ქალაქი, სადაც „პიჯაკი  ფილოსოფიაა“,   გემახსოვრებათ  „არაჩვეულებრივი გამოფენის“ კოლორიტი  პერსონაჟების მფრინავი ფრაზები. პიკასოს ბიჭის და ეკიპირების ფილოსოფიას  რომ ჩაწვდე,  თეთრ ხიდზე ერთხელ  გავლა-გამოვლა არ კმარა. ამბობენ ეიფელის კოშკის ანალოგიური მასალით არის აგებულიო.

ამ ხიდზე  და ქალაქზე ბევრი ლეგენდაა, სასიყვარულო, საგმიროც, ტრაგიკულიც და კომუკირიც, მაგრამ ქუთაისს  თვითირონიის საოცარი უნარი მაინც  ყველასგან გამოარჩევს. ლაღი ქალაქია ყველაზე პრანჭია, უყვარს სტუმრის გაოცება, გადამეტებული პატივისცემა. ამიტომაც ტურისტებს ვეღარ აუდის.  სასტუმროებიც მომრავლდა.  მე ყველაზე  ყველაზე გამორჩეულზე  შევჩერდები.

„ბესთ  ვესთერნ ქუთაისი“ სასტუმროზე,  მთელ ქუთაისშის ერთადერთ ბრენდირებულ  სასტუმროზე,  ყველაზე პატივსაცემი  სტუმარი სადაც  მიჰყავთ. ხედების არჩევაც არ გიწევს.  ყველა მხარეს ქალაქი-მუზეუმია.

„ბესთ ვესთერნ ქუთაისი“ სასტუმრომ უმასპინძლა  გვირილობის დღესასწაულზე   დიპლომატიურ კორპუსს  და სხვა მოზეიმეებსაც, ცხადია ყველა ვერ დაიტია,  რამდენსაც გაწვდა და რამდენიც მოთავსდა 45 ნომერში.

კომლექსს  საქეიფო სივრცე უფრო მოცულობითი აქვს,, პირველ სართულზე კაფე და მე-6 -ზე, რესტორანი,  ღია ტერასით  უფრო მეტ სტუმარს იტევს.

მენიუში ბევრ „უცხო სიტყვას“ შეხვდებით, დამერწმუნეთ, იმერული  პერო არაფერშუაშია, არც კუდაბზიკობა.  განსხხვავებული  კერძების პრეზენტირება ტრადიციული  სახელწოდებით არ გამოდის. ევროპულია, ამასთან, ქართული. როგორც რესტორნის შეფ მზარეული  ერბიე გონზალესი (Errbie Gonzalez), ესპანელია, მაგრამ ქართველი. 

იხვის  ჩიხირთმა, იხვის ვრეპი,  შოკოლადის ვულკანი,  -  გონზალესი ისეა მოხიბლული ქართული სამზარეულოთი, ევრუპულ კერძებსაც აქართულებს. ეს ტრანსფორმაცია უცხოელ ტურისტებს ჯერ არ შეუმჩნევიათ.   ქუთაისელმა  გურმანებმა აღმოაჩინეს, რომლებიც  რესტორანს ხშირად სტუმრობენ. ხინკლის წვნიანს მიშლენის დროით არ მიირთმევენ, თუმცა  ჟულიენში ნაღების  ზეკონცენტრაციას ისევე ზუსტად ამჩნევენ,  როგორც საცივში მიხაკის სიჭარბეს.

გვირილობის დღესასწაულიც  ევროპიდან მოდის. მე-20 საუკუნის  დასაწყისიდან, როცა იმდროინდელი პროგრესული  საზოგადოება  ცდილობდა ევროპისთვის ტოლი არ დაედო და მას საქველმოქმედო კამპანიებშიც არ ჩამორჩენოდა.  სამაისო მასშტაბური ღონისძიება  ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებას ითვალისწინებდა. ამასთან შესანიშნავი სანახაობა იყო, ყვავილებით სავსე ქალაქის ბულვარი,   გვირილების გვირგვინით თავშემკობილი  საზოგადოებით. გიმნაზიელების ინიცირებულ ამ ტრადიცას კიდევ ბევრი ქუთაისური ისტორია მოყვა, რომელთა მოსმენა დღესაც შეგიძლიათ ბაღის კიდეზე (თავშეყრის  ადგილი ქუთაისში, სადაც გასული  საუკუნის ამბებს უხუცესებისგან მოისმენ).

მუხნარის ტყეში ფრაკით და მაქმანიანი  კაბით დღეს აღარავინ სეირნობს, თუმცა სიბრჭყვიალე  იქ  ისევ ისე უყვართ.  

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.