ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი და სასტუმრო ერთად – გაიგეთ, რომელმა სასტუმრომ მოახერხა სიძველისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმა
24 დეკემბერი, 2018

კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლი, მუზეუმი და თან სასტუმრო ერთ სივრცეში ალბათ არ, ან იშვიათად, გინახავთ. სწორედ ესაა სასტუმრო „ემიგრანტის“ განსხვავებულობა, რომელიც ქალაქში უამრავ სასტუმროს შორის გამოარჩევს.

„ემიგრანტი“ სულ ახლახანს, სექტემბერში გაიხსნა და უკვე დაიმსახურა სტუმრების ყურადღებაც და მოწონებაც.

სასტუმრო ძველ თბილისში, მე – 20 საუკუნის დასაწყისში აგებული მოდერნის ტიპის ენობაშია განთავსებული. შენობა ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც მოგვიანებით რესტავრირდა, თუმცა ძველი იერსახე არ დაუკარგავს. მას სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორმა ვაჟა ორბელაძემ ჩაუტარა და დაუბრუნდა პირველადი იერსახე. ფასადისა და შიდა ტერიტორიის განახლებაზე მხატვარმა გია ბუღაძემ იზრუნა და მაქსიმალურად შეუნარჩუნა სიძველის ელფერი, ამასთანავე მოხატა რამდენიმე ოთახის კედლები, სადაც ახლა სასტუმროს ნომრებია განთავსებული.

სასტუმროს მთავარი კარი იუნესკოს სიაში  მოდერნის ტიპის 100 საუკეთესო კარს შორისაა, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ შენობას.

ქალაქში ძალიან იშვიათად შეხვდებით, ასე სისადავითა და გემოვნებით დამშვენებულ ადგილს, სადაც სიძველე ჰარმონიულად ერწყმის თანამედროევეობას და სტუმრებს ასე ამახსოვრებს თავს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს შენობაში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის  მემორიალური ოთახი- მუზეუმიცაა განთავსებული, რომელიც საუკუნოვან ისტორიას უყვება სტუმრებს და გასულ საუკუნეში ამოგზაურებს.

სასტუმროს უამრავ „ღირსებასთან“ ერთად ადგილმდებარეობაც გამორჩეული აქვს. იგი  ტურისტულად სტრატეგიულ ადგილზე, მეტრო რუთაველთან არის განთავსებული, რომელიც გარშემორტყმულია კაფეებით, რესტორნებით, სასტუმროებით, მაღაზიებითადა სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებით.

ტურისტებისთვის ამ სასტუმროში დაბინავება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან შეუძლიათ ფეხით მოიარონ ქალაქი, ნახონ თბილისის გულში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და შეიგრძნონ თბილისის დიდებულება, თავისი ყველა ღირსებით!

ბუტიკური სასტუმრო 3 სართულისგან შედგება, რომელშიც ჯამში 10 ნომერია. „ემიგრანტი“ 20 სექტემბრიდან ზრუნავს სტუმრების კომფორტულ დასვენებაზე და არწმუნებს მნახველებს, რომ თანამედროვეობისა და ისტორიის ჰარმონიული სინთეზი ჯამში იდეალურ გარემოს ქმნის.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.