ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ჯინო ფერედაისი“ - საუკეთესო ადგილი ოჯახური მხიარულებისთვის
15 აგვისტო, 2018

ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია, თუმცა მცხუნვარე აგვისტო ჯერ კიდევ წინ გვაქვს. დედაქალაქი ნელ-ნელა იცლება და გართობას და დასვენების ლოკაციებიც ქალაქგარეთ გადადის. თუმცა ქალაქში დარჩენილებისათვის გართობა, დასვენება და გარუჯვა სულაც არაა რთული მისაღწევი. მითუმეტეს როდესაც მათთან ასე ახლოს „ჯინო ფერედაისია“, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელი დღეები გაგიფერადოთ და გაგილამაზოთ.

„ჯინო ფერედაისი“ მოიცავს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, 9 აუზს, წყლის ექსტრემალურ ატრაქციებს, VIP ზონაში შემავალ ველნეს და სპა დარბაზებს, პრივატულ მოსასვენებელ ბაღს, ფიტნეს დარბაზს, სასტუმროსა და „ჯინოს“ ცურვის აკადემიას აერთიანებს.

„ჯინო ფერედაისი“ ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლისი. აკვაპარკის 9 აუზიდან 3 საბავშვოა. 6 აუზი ღიაა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მზის აბაზანები და დატკბეთ თქვენი ოქროსფერი რუჯით.

აკვაპარკი ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე ღიაა.

იქიდან გამომხინარე რომ აქ ყველა ასაკის მომხმარებლებისთვის კომფორტული და მხიარული გარემოა, „ჯინო ფერედაისი“ სტუმრებს ოჯახურ პაკეტს სთავაზობს, რომელიც სხვადასვა ფასდაკლებას მოიცავს.

მაგალითად, მოქმედებს 2+1 ფასდაკლება,  რომლის ფარგლებშიც აკვაპარკიში 3 სტუმარი 90 ლარის ნაცვლად 75 ლარად შევა, ან 2+3 აქცია, რომელიც მეშვეობითაც 150 ლარის ნაცვლად 105 ლარს გადაიხდით.

თუ თქვენ არ გეგმავთ საოჯახო პაკეტის შეძენას, მაშინ აკვაპარკში შესვლის ღირებულება 30 ლარი იქნება, ხოლო უქმეებზე - 40 ლარი, 6 წლამდე ბავშვები კი უფასოდ დაიშვებიან.

აქ ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა, სადაც 500-ზე მეტი წყლის ატრაქციაა მოწყობილი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტოპოგანია, 6 სხვადასხვა ეფექტის ჩამოსასრიალებელი სლაიდით.

ღია სივრცეში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია წყლის პატარა სასრიალო სლაიდები, ბარიერების გადასალახი ექსტრემალური ატრაქცია „ტანზანია“ და ქვიშის ფრენბურთის მოედანი.

„ჯინოში“ გართობასთან ერთად რელაქსაციისთვისაც საუკეთესო ადგილია, აქ განთავსებულია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, რომელიც 17 სხვადასხვა სახის საუნასა და სპა ზონას აერთიანებს.

როდესაც დასასვენებლად, განსატვირთად ან გასართობად მიდიხარ, იქ მნიშვნელოვანია კვებაც, ამ კომფორტზე „ჯინომ“ იზრუნა და აკვაპარკის ტერიტორიაზე 12 საკვები ობიექტი განათავსა, რომელსაც თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩევთ და მიირთმევთ თქვენთვის საყვარელ კერძებს.

ამ საოცრად მხიარულ გარემოს ისიც ემატება, რომ თევზაობის მოყვარულთათვი აკვაპარკის ტერიტორიაზე პატარა ტბაა, სადაც შეგიძლიათ დაიჭიროთ კალმახი, რომელსაც ადგილზე მოგიმზადებენ და მოგართმევენ.

„ჯინო ფერედაისს“ აქვს საკუთარი სანაპირო ზოლი თბილისის ზღვაზე, რომელიც უსაფრთხო და კეთილმოწყობილია, აღჭურვილია შეზლონგებით, საშხაპეებით და გასახდელებით. სანაპიროზე ფუნქციონირებს კვების ორი ობიექტი. სანაპიროს ცალკე შესასვლელი აქვს და აქ მოხვედრა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მხოლოდ 7 ლარადაა შესაძლებელი.

ასე რომ, თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ და გინდათ გაატაროთ დაუვიწყარი დრო თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად, გაერთოთ, დაისვენოთ, რელაქსირდეთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ჯინო ფერედაისს“ და დარწმუნდეთ, რომ სრული ბედნიერებისთვის სულაც არაა ქალაქიდან შორს გასვლა საჭირო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.