ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ სახელწოდება „გრუზია“ ოფიციალურად შეცვალა „საქართველოთი“
12 იანვარი, 2021

ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ სახელწოდება „გრუზია“ ოფიციალურად შეცვალა „საქართველოთი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება გრუზია და ის საქართველოთი შეიცვალა“ – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წელს დაადგინა ალტერნატიული სახელი – საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ „გრუზია“ ოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა 2021 წლამდე, დოკუმენტებში ასევე დაშვებული იყო ალტერნატიული ვარიანტები.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.