ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ლოპოტა სპა რეზორტმა“ საკუთარი ღვინის ბრენდი „ბუერა“ წარადგინა
30 აპრილი, 2019

თბილისიდან 2 საათის გზაზე, კახეთის რეგიონის ისტორიულ მხარეში არსებული სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ ქართველ და უცხოელ ტურისტების შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია.

ამ ეტაპზე „ლოპოტა“ სასტუმრო 14 სასტუმრო შენობას და 186 ნომერ მოიცავს, რომელთაგან 2 შენობა ცოტა ხნის წინ  გაიხსნა. უახლოეს წლებში სასტუმროს გაფართოება კიდევ იგეგმება, რაც ოთახების რაოდენობა 400-მდე გაზრდის.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ სტუმრებისთვის კახეთში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ამის მიზეზი კი მისი მრავალფეროვნებაა. აქ ჩამოსულ ნებისმიერ დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს თავისი საყვარელი აქტივობით დაკავდეს, გაერთოს, დაისვენოს და თავი განსაკუთრებულ გარემოში იგრძნოს. „ლოპოტა სპა რეზორტი“ არ არის უბრალოდ დასასვენებელი ადგილი, ეს პირველ რიგში, სტუმრისთვის უამრავი გამოცდილების მიღების საშუალებაა.

ბარ-რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები, ბავშვების გასართობი ტერიტორიები, აბანო, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი – ეს ყველაფერი კომპლექსის ტერიტორიაზე დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. ამის გარდა, სტუმრებს „ლოპოტაზე“ აქვთ საშუალება დაკავდნენ ცხენოსნობით, ჩოგბურთით ან გოლფით; ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს კი „ლოპოტა სპა რეზორტი“ სთავზობს კვადრო ტურებს და ასე შემდეგ.

თითქოს აქამდე, „ლოპოტა სპა რეზორტში“, ისედაც ყველა სერვისის მიღება შეგეძლოთ, თუმცა სასტუმრო განვითარებას არ წყვეტს, სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „ლოპოტამ“ წელს სტუმრებს უკვე საკუთარი ღვინის ბრენდი, „ბუერა“ წარუდგინა.

„ბუერა“ ყურძნის ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი ჯიშია, რომელიც კახეთში, მევენახეობის სპეციალურ ზონაში „ნაფარეულში“ მოჰყავთ, სწორედ ამ ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ლოპოტაც, რომელსაც ყურძნის იდეალურად ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეაქვს.

„ლოპოტა სპა რეზორტმა“ ორი სახის ღვინის წარმოება დაიწყო: რქაწითელი და საფერავი, რომლებიც მზადდება როგორც ევროპულად, აგრეთვე ტრადიციული ქართული მეთოდებით.

ამ ეტაპზე „ბუერას“ დაგემოვნება სტუმრებს ექსკლუზიურად „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე არსებულ შატო „ბუერაში“ შეუძლიათ.

შატო „ბუერა“ კლასიკური ექსტერიერით ბუნებრივად ერწყმის გარემოს, ხოლო მისი თანამედროვე ინტერიერი ქმნის უნიკალურ კონტრასტს ბუნებასთან. ამ განსაკუთრებულ ადგილზე შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ, დატკბეთ გარშემო განლაგებული ვენახების ხედებით, დააგემოვნოთ თქვენთვის სასურველი ღვინო და მიირთვათ თქვენთვის სასურველი კერძი, რომელიც შატო „ბუერას“ პროფესიონალი სომელიეს მიერ თქვენთვის არჩეულ ღვინოს მოუხდება.

დახვეწილი გარემოსა და უგემრიელესი კერძების გარდა, “ბუერა“ სტუმრებს ღვინის ტურებს სთავაზობს. ტური მხოლოდ პროფესიონალი გიდისა და სომელიეს თანხლებით ტარდება. ტურის მიმდინარეობისას სტუმრები ეცნობიან „ბუერას“ მარანს და ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, სინჯავენ კახეთში საუკეთესო ხემსის დაფებს, ათვალიერებენ შატო „ბუერას“ დარბაზებს და ეცნობიან პატარ-პატარა საიდუმლოებებს ღვინის შესახებ.

„ლოპოტა სპა რეზორტი“, ორიენტირებულია განვითარებაზე და ყველა სეგმენტის სტუმრის ინტერესებზე, სწორედ ამიტომ, სტუმრებს ყოველ ვიზიტზე სასიამოვნო სიახლეების აღმოჩენა შუძლიათ.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უახლოეს მომავალში სასტუმრო კომპლექსი ტერიტორიის 100 ჰექტრამდე გაფართოებასაც გეგმავს. უკვე დაგეგმილ საკითხებს შორის არის რეზორტის ტერიტორიაზე სათავგადასავლო ცენტრის აქტივობებისა და რეზორტს გარეთ ტურების რაოდენობის დამატება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.