ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი წლის ღამეს „ბილტმორ თბილისი“ გრემის ჯილდოს მფლობელ ჯაზ ბენდს New York Voices-ს უმასპინძლებს
24 დეკემბერი, 2018

საახალწლო ციებ-ცხელება უკვე პიკს აღწევს. ვგეგმავთ, ვარჩევთ, ვადარებთ და ბოლოს საუკეთესო ვარიანტს ვირჩევთ, რადგან ეს ახალი წელია, ახალი იმედების, გეგმების და ცვლილებების დრო.

ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი წელი გექნებაო ალბათ ბევრისგან მოგისმენიათ, ეს მართლაც ასეა! სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ახალი წლის შემოსვლა განსაკუთრებულ გარემოში აღვნიშნოთ.

არჩევანი დიდია სახლი, ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადამიანები, რესტორანი, ბარი, კლუბი…. – და რომელს ირჩევთ თქვენ?

ზოგჯერ არჩევანი არც თუ ისე მარტივია, თუმცა მთავარია სწორ შემოთავაზებას მიაგნოთ, ჩვენ კი სწორედ ამაში დაგეხმარებით.

31 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლებს. სასტუმროს დიდ დარბაზში, 30-ე სართულზე არსებულ ბარში XEME და 31-ე სართულზე არსებულ რესტორანში XEME.

სასტუმროს დიდ დარბაზში გრემის ჯილდოს მფლობელი ჯაზ ბენდი New York Voices იმღერებს, შემდეგ კი ჯგუფი Quintessence და DJ machaidze. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 450 ლარს შეადგენს და უგემრიელეს საახალწლო სუფრასა და ღვინოს მოიცავს.

ბარში XEME ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყება, სადაც ელენე მიქიაშილი, ბენდი Re-active, DJ Whitebeat და DJ თორნიკე თოფურია დაუკრავს. ამ ღონისძიებაზე დასწრება 300 ლარი ღირს და ღვინოსა და წასახემსებლებსაც მოიცავს.

 
ხოლო რესტორანი XEME მთელი ოჯახისთვის დაუვიწყარ ღონისძიებასა და უგემრიელეს საახალწლო მენიუს გპირდებათ. უფროსებისთვის დასწრების ღირებულება 250 ლარს შეადგენს,  5 წლის ბავშვებისთვის უფასო, ხოლო 6-დან 12 წლამდე ბავშვებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

რესტორანში თქვენს საახალწლო განწყობას ბენდი Musome და DJ მიშა რობაქიძე შექმნიან.

იმისთვის რომ მშობლებიც და ბავშვებიც კარგად გაერთონ ამისათვის პატარებისთვის განკუთვნილ იქნება სპეციალური კერძები და რესტორან „ზიმის“ სპეციალური საახალწლო პროგრამა.

ასე რომ გაითვალისწინეთ თქვენი სურვილები, საჭიროებები, ფინანსები დადაგეგმეთ არაჩვეულებრივ გარემოში თქვენი ახალი 2019 წლის დასაწყისი და ზუსტად 00:00 საათზე დატკბით საახალწლო ფოირვერკით პანორამული ხედიდან, სასტუმროს უმაღლესი წერტილიდან და ჩაიფიქრეთ სურვილები, რადგან ვარსკვლავები გვამცნობენ, მომავალი წელი სურვილების ასრულების წელიაო.

სასტურმო „ბილტმორ თბილისის“ ღონისძიებების ბილეთებისთვის, მიმართეთ სასტურმოს ადმინისტრაციას:

+995 322 72 72 72

Info.bhtg@biltmorecollection.com

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.