ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Pratap's Signature Hotel-Resort and Spa- სასტუმრო განმუხურში, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს!
23 ივლისი, 2018

2 ივლისს ანაკლიაში, განმუხურის ტერიტორიაზე სასტუმრო Pratap's Signature Hotel-Resort & Spa გაიხნა.

რეზორტი გაწყობილია კოტეჯურ სტილში, რაც იდეალურია დასვენებისთვისა და განტვირთვისთვის. მზე, ზღვა, გართობა, დასვენება, განტვირთვა - ამ ყველაფრის საშუალებას Pratap's Signature Hotel მოგცემთ. ეს ადგილი შესაძლებლობას აძლევს ყველა სტუმარს გაატაროს დაუვიწყარი არდადეგები, ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად.

აქ ყველანაირი კომფორტია იმისათვის, რომ თავი ჯადსნურ სამყაროში იგრძნოთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასტუმრო კოტეჯური სტილისაა და ჯამში 7 კოტეჯს მოიცავს. კოტეჯებს ცნობილი მდინარეების სახელები ჰქვიათ, როგორიცაა ტემზა, ნილოსი, არაგვი და ასე შემდეგ.

ჯამში 56 ნომერია, სადაც 150 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველა ნომერს ძალიან ნათელი და მზიანი დიდი ტერასა აქვს.

ნომრებში ინტერიერი და ფერები ისეა გადაწყვეტილი, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ.

სასტუმროს მფლობელებმა იზრუნეს იმაზე, რომ სასტუმრო მორგებული ყოფილიყო ყველა ტიპის მომხმარებელზე, სწორედ ამიტომ 3 ნომერი აღჭურვეს შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

Pratap's Signature Hotel-Resort & Spa აერთიანებს ყველა იმ საშუალებას, რომელიც საჭიროა დასვენებისა და რელაქსაციისთვის.

მდინარე ენგურის სანაპიროზე სასტუმროს სპეციალური სარეკრეაციო ზონა „ენგური ტრატორია“ აქვს მოწყობილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ უამრავი აქტივობებით დაკავდნენ, როგორიცაა ბადმინტონი, პინგ პონგი, ფეხბურთი თუ სხვა.

თუ უბრალოდ დასვენება გსურთ, შეგიძლიათ ჰამაკში მოთავსდეთ და წიგნი წაიკითხოთ. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები, სასმელები, დატკბეთ სიმშვიდითა და სუფთა ჰაერით.

იმისათვის რომ თქვენც კომფორტულად იგრძნოთ თავი და თქვენმა პატარამაც, ამისთვის სარეკრეაციო ზონაში მოწყობილია ატრაქციონები და ბავშვებისთვის ღია პატარა აუზი.

სასტუმროს ტერიტორიაზე ისეთი ჯადოსნური და დაუვიწყარი გარემოა, რომ ძალიან ბევრს მოუნდება მისთვის მნიშვნელოვანი დღის აქ გატარება. არც ეს დარჩენია სასტუმროს ადმინისტრაციას ყურადღების მიღმა და წყვილებს საქორწინო მომსახურებასაც შესთავაზა.

სასტუმროს ტერიტორიაზე 150 კაცზე გათვლილი საბანკეტო დარბაზია. თუ გსურთრომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ ამაში ყურადღებიანი და თბილი პერსონალი დაგეხმარებათ. ისინი ჯადოსნური გარემო შეგიქმნან, დარბაზთან ერთად თქვენთვის ეზოც გააფორმებენ და თავს ნამდვილ დედოფლად და მეფედ გაგრძნობინებენ.

საბანკეტო დარბაზთან ერთად სასტუმროს საკონფერენციო სივრცეც აქვს, სადაც ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია ჩაატაროს სასურველი ტრენინგი თუ კონფერენცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და მშიდ გარემოში.

Pratap's Signature Hotel-ი არ იქნება მხოლოდ ერთ სეზონზე მორგებული სასტუმრო. მომავალი წლიდან სასტუმრო დამსვენებელებს ინდური აიურვედა ცენტრს შესთავაზებს.

ინდური სპა ცენტრში პერსონალიც ინდოელი იქნება, რომლებიც მომხმარებლებს ჩაუტარებენ როგორც სარელაქსაციო, ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს.

ასე რომ, თუ თქვენ ეძებთ დასასვენებლად ახალ ადგილს და გინდათ ზაფხულის ცხელი დღეები სასიამოვნოდ გაატაროთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ Pratap's Signature Hotel-ს და დარწმუნდით, რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს!

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.