ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტკბილეული და გემრიელობები გიყვართ? - მთაწმინდის პარკი ფესტივალზე გეპატიჟებათ
19 სექტემბერი, 2018

შეხვედრის ადგილი უცვლელია, დრო კი ახალი, ახალია შეხვედრის მიზეზიც. მთაწმინდის პარკი ისევ გელით და ნაყინისა და საზაფხულო ფესტივალების შემდეგ, ტკბილეულისა და გემრიელობების ფესტივალზე გეპატიჟებათ.

არ გამოტოვო შანსი მოხვდე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე - ტკბილეულის ცვენაზე. სტუმრებს კი ორგანიზატორი ტრადიციულ სახალისო და სასიამოვნო დროის გატარებას პირდება, პირდება, რომ ეს ყველაზე ტკბილი, გემრიელი და მრავალფეროვანი ფესტივალი იქნება.

ფესტივალი 23 სექტემბერს გაიმართება დაღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თქვენი საყვარელი შოკოლადის, ნამცხვრების და სხვა მრავალი სახეობის ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები. 

ამ დღეს მთაწმინდის პარკს, რა თქმა უნდა, მარტო არ უნდა ესტუმროთ, ტკბილეულის გარდა ხომ აქ გართობისა და დასვენების უამრავი შესაძლებლობაა ნებისმიერი ადამიანის ასაკისათვის. პარკის ატრაქციონები ძირითადად ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად არის დაყოფილი. აქ არსებული რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები არჩევანის დიდ თავისუფლებას გაძლევთ.

თუ ტკიბილეულისგანაც თავს იკავებთ, მაშინ სხვა არჩევანიც გაქვთ ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარე ტერიტორია 100 ჰექტარზე მეტს მოიცავს და პარკის გარშემო არსებული ტყის რესურსი შესაძლებლობას გაძლევთ სუფთა ჰაერი ისუნთქოთ, მით უმეტეს, რომ ეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, როდესაც მწვანე ფერებს მსუბუქი სიყვითლე ეპარება.

თუ პატარა გყავთ, კიდევ ერთი დღე შეგიძლიათ მთაწმინდის პარკში დაგეგმოთ. ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ პატარებს განსაკუთრებულ დღეზეეპატიჟება. 29 სექტემბერი პარკის გრაფიკით თბილისის საბავშვო ფესტივალია.

ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტოვობაში ჩაერთვებიან.

პარკმა ყველა ბავშვის მრავალფეროვან მიდრეკილებებზე იზრუნა და ფესტივალის ფარგლებში სტუმრებისთვის რამდენიმე ზონას მოაწყობს: სპორტული ზონა, განათლების ზონა, ჯანმრთელობის ზონა, გართობის ზონა, ტკბილეულის ზონა,  საბავშვო სტარტაპების ზონა - წარმოდგენილი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები.

სტუმრებს ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე. დაგეგმილია აქტივობები: საბავშვო სემინარები სხვადასხვა თემაზე, მხიარული სტარტები, გამოფენები, ტურნირები.

ამ დღეს მთაწმინდის პარკი სტუმრებს საჩუქრებს უმზადებს და საბავშვო ზონის ულიმიტოდ სარგებლობა, მხოლოდ 17 ლარად იქნება შესაძლებელი, დასწრება კი თავისუფალი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.