ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბატონის ციხე
კახეთი
მდებარეობს თელავში .ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.  ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.