ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კახეთი
კახეთი

კახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოსს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა.

 

III-VI სს.

III-IV სს-ის მიჯნამდე კახეთის ცენტრი ბერ-ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ამ დროისთვის მეფე ასფაგურმა ააშენა ქ. უჯარმა, ხოლო მეფე მირიანმა IV ს-ის დამდეგს იგი კახეთკუხეთის ცენტრად აქცია. XI ს-ში მხარის დედაქალაქად ქ. თელავი იქცა.

 

VIII-IX სს.

 VIII-ში კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX ს-ში კახეთი შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა მდ. ქსნამდე. კახეთში შედიოდა ხევი ანუ წანარეთი, თუშეთი, ფხოეთი (ფშავ-ხევსურეთი), ასევე დურძუკეთი და ღლიღვეთი. ქართულ წყაროებში ეს ტერიტორია მოხსენიებულია როგორც "მთიულეთი კახეთისა".

 

IX-X სს

IX-X სს-ში საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში კახეთი აქტიურად იყო ჩართული. ამ პერიოდში გაერთიანდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, X ს-სთვის კი უკვე შეიქმნა პირობა კახეთ-ჰერეთის კვლავ შეერთებისა. ერთიანი საქართველოს დროს კახეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული იყო.

 

XV-XVII სს

XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ამ დროისათვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის შემოსევების შედეგეად (1614-1617 წწ.) ქ. გრემი განადგურდა და კახეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა.

 

კახეთის სამეფო XIX ს-მდე არსებობდა.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.