ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კახეთი
კახეთი

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კახეთს  ჩრდილოეთიდან  ესაზღვრება რუსეთი, ხოლო აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანი. რეგიონის ფართობი 12000კმ2-მდეა და  ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს შეადგენს. მოსახლეობა  407000 კაცამდე აღწევს.

კახეთი შედგება 8 ადმინისტრაციული რაიონისაგან, რომელთა შორის ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი და ლაგოდეხი მდებარეობენ შიდა კახეთში. ამავდროულად საგარეჯო და გურჯაანის ნაწილი გარე კახეთის ნაწილს წარმოადგენს. სიღნაღი და დედოფლისწყარო მიეკუთვნება ქიზიყის მიწებს.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა. მისი განსაცვიფრებელი პეიზაჟები მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან მწვერვალებს, რომელთა სიმაღლე 3300-4500მ-მდეა; დაკლაკნილ ხეობებს, ნაყოფიერ ვაკეებსა და ნახევრად უდაბნოებსაც კი - დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონებში.  კახეთის კავკასიონი აოცებს მნახველს თავისი სიდიადით. ალაზნის ვაკემდე დაშვებული ციცაბო ფერდობები ქმნიან დაუვიწყარ პეიზაჟს. კავკასიონზე მდებარე აბანოს უღელტეხილი აკავშირებს კახეთსა და თუშეთს. ლანდშაფტის მრავალფეროვნებითა და სილამაზით საქართველოს ეს რეგიონი ხასიათდება სრულიად განსხვავებული გეოგრაფიული თავისებურებებით. ნებისმიერი მოგზაური ვინც მოინახულებს კახეთს, ამ რეგიონს დაუკავშირებს კარგ ღვინოსა და გულითად სტუმართმოყვარობას. კახეთი განთქმულია მევენახეობით და მეღვინეობით. ადგილობრივ გლეხებს აქ ყურძნის უამრავი სახეობა მოჰყავთ, გამოცდილი მეღვინეები  მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ღვინოს აწარმოებენ.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.