ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი
აჭარა

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1, 000,000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელით. გადამფრენი ფრინველების საკმაოდ დიდი ნაწილი მოფრინავს ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპიდან, დასავლეთ კავკასიიდან და დასავლეთ  რუსეთიდან. ესენია: კრაზანაჭამია, ძერა, მცირე მყივანა არწივი და ჩია არწივი.

 აჭარის რეგიონის სოფელი ჩაისუბანი  საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს უზიარებს თავიანთ ინტერესებს მტაცებელი  ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ.  გარდა ბიორდვოჩინგისა, აქ ასევე შესაძლებელია დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნებითა და გარშემორტყმული ტყეებით. აქედან რამოდენიმე ბილიკი მიუყვება მტირალას ეროვნული პარკის სათვალთვალო ადგილებს. აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა Birdwatching -ის ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია „Batumi Raptor Count” -ისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში    Birdwatching -ის პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები თუ ექსპერტები. აჭარაში Birdwatching -ის პოტენციალის არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლის 3 სექტემბერს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია  „Batumi Raptor Count”-ის მონაცემით ერთი დღის განმავლობაში 179 342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124 000 კრაზანაჭამია დღის განმავლობაში.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.