ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
გურჯაანის ყველაწმინდა
კახეთი
გურჯაანის ყველაწმინდა - მდებარეობს გურჯაანის რაიონში, ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე. ტაძარი VIII-IX საუკუნეებშია აგებული და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. აგებულია რიყის ქვით. კუთხეები და დეკორატიული ნაწილები აგებულია შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები და საყრდენი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია 3 კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები. მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება. უფრო აზიდულია შენობის პროპორციები. 
 
                                      ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.3 გვ.318
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.