ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ყვარლის ღვინის მარანი
კახეთი
ყვარლის ღვინის მარანი  კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა. მთას, რომელშიც გვირაბია გაჭრილი, წინკლდეებს უწოდებენ. მთის გულიდან გვირაბმშენებლებმა 200 ათასი კუბური მეტრი გრუნტი გამოიღეს და 40 ათასი კუბური მეტრი მოცულობის რკინა-ბეტონის სამუშაოები შეასრულეს.
 
ორი ერთმანეთის პარალელური გვირაბი ცამეტი შტრეკითაა დაკავშირე-ბული. თითოეული მათგანის სიგრძე 500 მეტრია, ხოლო მიწისქვეშა გვირაბების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. შტრეკებში 3 მილიონამდე დეკალიტრი ღვინო შეიძლება დაძველდეს. მიწისქვეშა მარანში ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებით დაცულია მუდმივი ტემპერატურა პლუს 14-15 გრადუსი.
 
მრავალ ტომებად არის აკინძული ამ საოცარი გვირაბის მნახველთა შთაბეჭდილებები. მრავალთა შორისაა ასეთი სტრიქონებიც, რომელიც ეკუთვნის ღვინის ცნობილ სპეციალისტს პიერ ლერუას: დაე, ჩვენც დავკარგუ-ლიყავით ყვარლის ლაბირინთებში, დაე, ნუ მოგვძებნიდა ნურავინ~. იყო დრო, როდესაც ყვარელი მასპინძლობდა საერთაშორისო მასშტაბების მეღვინე-დეგუსტატორთა სიმპოზიუმებს და კონგრესებს, მაღალი რანგის შეხვედრებს. 
 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გვირაბის პირველი შტრეკი ლიფტით უკავშირდება სადეგუსტაციო დარბაზს. იგი მეტად ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობაა. მისი ფუნდამენტი კლდის ტინებზე არის ამოზრდილი, დარბაზი ფართოა და კომფორტული. შუაში ვეება სადეგუსტაციო მაგიდაა. მისი ინტერიერი ლამაზია და მსუბუქი. 
განსაკუთრებით ცნობილი იყო ღვინო `ქინძმარაული, რომელსაც ქინძ-მარაულის ღვინის ქარხანა ასხამდა. იგი მდებარეობდა ყვარლის ღვინის მარანთან. მრავალ საერთაშორისო კონკურსსა და სიმპოზიუმზე მოუპოვებია გამარჯვება ყვარლის რაიონში ჩამოსხმულ ღვინოებსა და კონიაკებს. ქინძმარაულის ქარხანა ასხამდა იმ ღვინოს, რომელიც წლების განმავლობაში ძველდებოდა ყვარლის ღვინის მარანში.  მის გვერდით იყო კონიაკის ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ასხამდა სახელგანთქმულ ქართულ ბრენდებს გრემსა და ენისელს. 
 

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.