ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
კახეთი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დაღესტ­ნი­სა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთის კავ­კა­სიონის ფარგლებში, ზღ.დ.400-3500 მ-ის ფარგ­ლებში მდებარეობს. ტერიტორიის საერთო ფართობია 244 კმ2. იგი ორი ნაწილისაგან  ნაკრძალისა და აღკვეთილისგან შედგება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები უძველესია კავკასიაში, რომლის ბუნებას გასული საუკუნის დასაწყისში განესაზღვრა ნაკრძალის რეჟიმი. ნაკრძალი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, ენდემურ სახეობათა სიმრავლეს უკავშირდებოდა. აქ 100-ზე მეტი სახეობის მცენარე კავკასიისა და საქართველოს ენდემია, რაც დაცული ტერიტორიის უნიკალურობას განაპირობებს.
დაცული ტერიტორიების რელიეფი „დაღარულია“ მდინარეთა ხეობებით, რომლებზეც ბევრი ჩანჩქერია. აქვეა საკმაოდ ღრმაწყლიანი შავი კლდის ტბა, რომელიც ალპურ ზონაში განუმეორე­ბელ პეიზაჟს ქმნის. 
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შედარებით ხანგრძლივი ისტორია თვალსაჩინოდ აისახა პირვანდელ ბუნებრივ გარემოზე. აქ კარგა­დაა წარმოდგენილი ბუნებრივი პირობების ვერტი­კალური ზონალობა, ხელუხლებელი ბუნებრივი გარემო, ლანდშაფტური და ბიომრავალფეროვნება. 
დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე დიდი ფართობი წიფლნარ ტყეს უკავია, შემდეგ მოდის მურყნარები, რცხილნარები და მუხნარები. სუბალპურ ზონაში მაღალი მთის მუხნარი, არყნარი და დეკის ბუჩქნარია გავრცელებული.
მდიდარი და მრავალფეროვანი დაცულია ტერიტორიების ფაუნა, სადაც სახეობათა რაოდენობის ძირითადი ნაწილი ფრინველები (150 სახეობა) და ძუძუმწოვრებია (53 სახეობა). აქ ბინადრობენ ისეთი ცხოველები, როგორიცაა: ფოცხვერი (ყნხ ლყნხ), მგელი (ჩანის ლუპუს), მურა დათვი (რსუს არცტოს), არჩვი (ღუპიცაპრა რუპიცაპრა), კავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცყლინდრიცორნის), ირემი (ჩერვუს ელაპჰუს), შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), გარეული ღორი (შუს სცოფა), კრავიჭამია ანუ ბატკანძერი (ყპაეტოს ბარბატუს), მთის არწივი (ქუილა ჰელიაცა), შევარდენი (ალცო პერეგრინის), მთისა (ქუილა ცჰრყსაეტუს ფულვა) და ველის (ქუილა ნიპალენსის) არწივი, ბექობის არწივი (ქუილა ჰელიაცა), კავკასიური როჭო (თეტრაო მლოკოსიეწიცზი) და კავკასიური შურთხი (თეატრაოგალუს ცაუცასიცუს). 
დაცული ტერიტორიების სიახლოვეს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლია. მათ შორისაა წინაქრისტიანული ნასახლარები და სამარხები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ეკლესიები და ციხესიმაგრეები.
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.