ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სამთო - სათხილამური ტურიზმი
აჭარა

სამთო - სათხილამური ტურიზმი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.  აჭარის მაღალმთიან ზონაში ჰავა ნოტიოა. ზამთარი შედარებით ცივი და ხანგრძლივია. ხოლო ზაფხული ხანმოკლე და გრილი. მთიან აჭარაში მთების საშუალო სიმაღლე 2000-2500 მეტრია. ბოლო წლებში მაღალმთიან აჭარაში დაიწყო სამთო კურორტების გაშენება. მათ როგორც სამკურნალო-რეკრეაციული, ასევე გასართობი დანიშნულება აქვთ და ისინი  წლის ოთხივე სეზონზე არის გათვალისწინებული. აქტიურად დაიწყო აჭარის ა.რ. სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარება. გაშენების პროცესშია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების შემდეგი კურორტები: შუახევის მუნიციპალიტეტში: კურორტი „გომარდული“ და კურორტი ღომის მთაზე. ხულოს მუნიციპალიტეტში: ქედლები, გოდერძი და საზაფხულო კურორტი „ბეშუმი“.

კურორტი „გოდერძი“

კურორტი „გოდერძი“ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2025 მეტრის სიმაღლეზე  მდებარეობს. კურორტი “გოდერძი” სტუმართმოყვარე, რომანტიკული, 4 სეზონზე გათვლილი დანიშნულების ადგილი, რომელიც ვიზიტორებს შესთავაზებს რეგიონში საუკეთესო დასვენების შესაძლებლობას. 

კურორტი „გომარდული“

კურორტი „გომარდული“ მდებარეობს ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. აქ  აშენებულია და ფუნქციონირებს 5 სასტუმროს ტიპის კოტეჯი. 1 კოტეჯში არის (4 ნომერი) 12 ადგილი. ამჟამად, კურორტზე 60 ადგილია. ფუნქციონირებს ერთი 300 მეტრიანი სათხილამური ტრასა საბაგირო გზით.

საზაფხულო კურორტი „ბეშუმი“

აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ზაფხულობით ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კურორტ „ბეშუმში“ მიემგზავრება. ბეშუმი მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე. მის გარშემო სუბალპური ზონის ტყეებია. ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი „ბეშუმი“ ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ტარდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს  დოღი. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.