ლაკბე — მდინარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი. იწყება გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 935 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 235 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.