ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შახვეტილას მთა
კახეთი

შახვეტილას მთა — მთა კახეთის ქედის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ანისხევისა (ხევგრძელის მარცხენა შენაკადი) და ილტოს წყალგამყოფზე. სიმაღლე 1324 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და თიხებით. მთას მობრტყელებული მწვერვალი და ძლიერ დახრილი კალთები აქვს.

შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.