ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანის დაბოლოებაზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ქ. თბილისიდან 160 კმ-ზე მდებარეობს. მის შემადგენლობაშია ნაკრძალი, ეროვნული პარკი და სამი ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი 250 კმ2 აღწევს.
დაცული ტერიტორიების ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, სადაც ნალექების რაოდენობა 400 მმ-ს აღწევს. აქ ექსპოზიციის მცირე ცვლილებაც კი ნიადაგის სინოტივისა და, საბოლოო ჯამში, ლანდშაფტის სახეცვლილების მიზეზია. ამჟამად მის ფარგლებში წარმოდგენილია ნახევრადუდაბნოსა და ბედლენდების, სტეპისა და შიბლიაკის, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფიჭვნარის ლანდშაფტები.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მცენარეულობა სავანის ტიპისაა, რომლის ფონზეც წარმოდგენილია უროიან-ვაციწვერიანი სტეპები და ფრიგანა. აქ გვხვდება ძალზე იშვიათი საკმლის ხე (ისტაცეა მუტიცა), არიდული რეგიონების ჭალის (ტუგაის) ტყეები მუხის (ურცუს პედუნცულატა), ვერხვის (ოპულუს ნიგრა, Pოპულუს ცანესცენს), იფანის (რახინუს ეხცელსიორ), ველური ბროწეულის (უნიცა გრანატუმ) და კაკლის (ჟუგლანს რეგია) მონაწილეობით.
ვაშლოვანში რამდენიმე ასეული სახეობის მცენარეა, რომელთა შორის არსანიშნავია ორქიდეების 7 სახეობა, ქართული ზამბახი (Iრის იბერიცა), ეიხლერის ტიტა (თულიპა ეიცჰლერ), ველური ვაზი (იტის სყლვესტრის) და სხვ. მრავალფეროვანია დაცული ტერიტორიების ფაუნაც, განსაკუთრებით ბევრია სხვადასხვა ფრინველი. აქვე მრავალი გადამფრენი სახეობა „ისვენებს“. მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია ბექობის არწივი, სვავი, ორბი (ყპს ფულვუს), ძელქორი (ჩირცუს აეროგინოსუსუ) და კაკაჩა (Bუტეო ბუტეო). ჭალებში მრავლადაა კოლხური ხოხობი (ჰასიანუს ცოლცჰიცუს). ვაშლოვანის ბედლენდებზე ათასობით მერცხალი ბუდობს და კოლონიებს ქმნის. ამგვარ ადგილებს მერცხლების ქალაქს უწოდებენ.
ბუნებრივი პირობები ხელსაყრელ გარემოს
ქმნის ქვეწარმავლებისთვისაც. აქ ხმელთაშუა ზღვის კუს, აზიური მახრჩობელას, ოთხზოლიანი მცურავის, ჩვეულებრივი ანკარას, გიურზას და ბევრი სხვა სახეობის მონახულებაა შესაძლებელი. მწერების სახეობათა რაოდენობა 700-ს აღწევს, რომელთა შორის 1/7 პეპლებია.
დაცულ ტერიტორიაზე არაერთი სახეობის ცხოველს შევხვდებით. მათ შორისაა არიდული ადგილებისთვის იშვიათი დათვი (Uრსუს არცტოს). 2003 წლის ბოლოს ვაშლოვანში წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი (Pანტერა პარდუს ცისცაუცასიცა) აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით ვაშლოვანის სიმბოლოდ იქცა.
ახლახან მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილ იქნა ქურციკი (Gაზელლა სუბგუტტუროსა სუბგუტტუროსა), რომელიც ახლო წარსულში დიდი რაოდენობით ბინადრობდა მიმდებარე ტერიტორიებზე.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნების მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ კარგადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge