ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ატენის ანუ საცივის ციხე
შიდა ქართლი
     ატენის ანუ საცივის ციხე 
 
    მდებარეობს მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას მაღალი მთის ქიმზე. სავარაუდოდ თარიღდება X საუკუნით. 
ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. 1920 წელს მომხდარი მიწისძვირის დროს ციხე ძალიან დაზიანებულია. ნაგებობა ორი მონაკვეთისაგან შედგება. ჩრდილოეთის მხარე შედარებით პატარაა. მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყასაცავი, და სხვა ნაგებობებია. ციხე იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.